მსოფლიოსაზოგადოება

სულისშემკვრელი სანახაობა: ბაგირზე მოსიარულემ ეიფელის კოშკსა და შაიოს თეატრს შორის თოკზე ასობით მეტრი გაიარა (ვიდეო)

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ადგილობრივები და სტუმრები უჩვეულო სანახაობის მოწმენი გახდნენ: ბაგირზე მოსიარულე ნათან პოლენმა ეიფელის კოშკსა და შაიოს თეატრს შორის გაბმულ თოკზე, მდინარე სენის თავზე, 70 მეტრის სიმაღლეზე 670 მეტრი გაიარა. ინფორმაციას მედია ავრცელებს.

როგორც ნათან პოლენმა თქვა, ეს გამოცდილება მისი ოცნება იყო, რომელსაც პარიზის მცხოვრებლებს და სტუმრებს გაუზიარებდა. ნათანს უამრავი ადამიანი სუნთქვაშეკრული უყურებდა მიწიდან და გულშემატკივრობდა. მისივე თქმით, ეს იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა, რადგან ცერის სიმსხო ბაგირზე სიარულს მაქსიმალური კონცენტრაცია სჭირდება, რაც უამრავი ადამიანისა და ხმაურის პირობებში ძნელია. გამოცდა პოლენმა წარმატებით ჩააბარა. ისიც უნდა ითქვას, რომ იგი დამზღვევი მოწყობილობით იყო აღჭურვილი

27 წლის ნათან პოლენისთვის ეიფელის კოშკსა და შაიოს თეატრს შორის გაბმულ ბაგირზე „ვოიაჟი“  – მხოლოდ მორიგი მიღწევაა. მის ანგარიშზე უკვე არის 4 მსოფლიო რეკორდი. ერთ-ერთი მათგანია ოქსიტანიაში ნავასელის ცირკში მიწიდან 300 მეტრის სიმაღლეზე გავლა. ნათანის ოცნებაა, ერთხელაც ბაგირი გაჭიმოს და ეიფელისა და მონპარნასის კოშკებს შორის გაიაროს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close