fbpx
მედიცინა

ისრაელში შექმნილმა ანტივირუსულმა პრეპარატმა შესაძლოა COVID-19 შეაჩეროს

ფარმაცევტული კომპანია Code Pharma-ს მეცნიერთა ჯგუფი ისრაელიდან აცხადებს, რომ მათ მიერ შექმნილი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც აივ/შიდსის წინააღმდეგ გამოიყენებოდა, პირდაპირ მოქმედებს კორონავირუსზე და პაციენტის ორგანიზმიდან ვირუსი სულ რამდენიმე დღეში გამოყავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

Code Pharma-ს სათავო ოფისი ნიდერლანდებში მდებარეობს, თუმცა კვლევებისა და დამუშავების ცენტრი ისრაელშიც აქვს. კომპანიის მკვლევართა ჯგუფმა ისრაელიდან ცოტა ხნის წინ დაასრულა მათ მიერ შექმნილი პრეპარატის – კოდივირის კორონავირუსის წინააღმდეგ კვლევების პირველი ფაზა და ბარზილაის სამედიცინო ცენტრში (აშკელონი) მეორე ფაზის კვლევების წარმოებისთვის ნებართვის მისაღებად ჰელსინკის კომიტეტს მიმართა.

კვლევების მეორე ფაზა, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან დაიწყება 150-მდე პაციენტის მონაწილეობით, როგორც იგეგმება, ესპანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში.

Code Pharma-ს გენერალური დირექტორის, Zyon Ayni-ს თქმით, მიზნად ისახავენ კვლევების 3-6 თვეში დასრულებას და იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის დელტა შტამი ისევ სწრაფად ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით, აპირებენ, კვლევების დასრულებისთანავე  მიმართონ სპეციალურ მარეგულირებელ ორგანოს პრეპარატის საგანგებო გამოყენებისთვის ნებართვის მისაღებად.

მისივე განცხადებით,  Code Pharma მზად არისб მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პრეპარატის მასობრივი წარმოება დაიწყოს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close