fbpx
კინო/ფილმებისპორტი

NETFLIX-ში აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ

ნონა NETFLIX-ისგან 5 მილიონი დოლარის კომპენსაციას და სერიალიდან მის შესახებ მცდარი ინფორმაციის ამოღებას ითხოვს

„ბიბისი“ ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელის შესახებ წერს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, 25-გვერდიან სარჩელში ნათქვამია, რომ „ნეტფლიქსმა“ შეგნებულად მოიტყუა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ ცინიკური და იაფფასიანი მიზნისთვის, რომ სერიალისთვის მეტი დრამატულობა შეეძინა, ეცადა, შეექმნა შთაბეჭდილება, რომ სერიალის მთავარმა გმირმა შეძლო, მიეღწია იმისთვის, რაც აქამდე არცერთ ქალს არ მიუღწევია, მათ შორის, ნონა გაფრინდაშვილს.

ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, სარჩელში აღნიშნულია, რომ 1968 წლისთვის, რა დროსაც ვითარდება მოვლენები ფინალურ ეპიზოდში, ნონა გაფრინდაშვილს 59 მამაკაც მოჭადრაკესთან (ერთდროულად 28 მათგანთან) ჰქონდა ნათამაშები, მათ შორის 10 იმ დროისთვის დიდოსტატის სტატუსს ატარებდა. გარდა ამისა, „ბიბისის“ ცნობით, სარჩელში აღნიშნულია, რომ იმის მტკიცება, რომ გაფრინდაშვილი არასოდეს დაპირისპირებია მამაკაც მოჭადრაკეს, ტყუილი, სექსიზმი და დამცირებაა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც თბილისში ცხოვრობს და დღემდე მონაწილეობს საჭადრაკო ტურნირებში, „ნეტფლიქსისგან“ 5 მილიონი დოლარის კომპენსაციას და სერიალიდან იმ განცხადების ამოღებას ითხოვს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას არასოდეს უთამაშია მამაკაც მოჭადრაკესთან. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „ნეტფლიქსში“ აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ თავს დაიცავენ სასამართლოში.

„ნეტფლიქსის“ ცნობით, „ლაზიერის გამბიტის“ გამოსვლიდან 28 დღეში სერიალი 68 მილიონმა ოჯახმა ნახა. სერიალმა „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა და მიმდინარე წელს „ემის“ დაჯილდოებაზე 18 ნომინაციაშია დასახელებული.

შეგახსენებთ, ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა „ნეტფლიქსს“ უჩივლა. „ჭადრაკის დედოფლის“ ადვოკატები კომპანიისგან ზარალის ასანაზღაურებლად, სულ მცირე, ხუთ მილიონ დოლარს ითხოვენ. „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ სასამართლო დავაში ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს ამერიკელი და ქართველი იურისტების ჯგუფი იცავს.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close