კრიმინალი

იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ე. წ. კანონიერი ქურდის, გია კვარ­ცხე­ლი­ას შვი­ლი თბილისში ჩაცხრილეს

ე. წ. კანონიერი ქურდის, იტალიაში მცხოვრები გია კვარაცხელიას 22 წლის შვილს,  ნიკა კვარაცხელიას თბილისის ცენტრში 15 სექტემბერს 9 ტყვია ესროლეს. წინასწარი ინფორმაციით, იგი სასიკვდილოდ, სავარუდოდ, მისმა ახლო ნაცნობმა გაიმეტა. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.

პოლიცია სავარაუდო დამნაშავეს, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან გაქცევა და მიმალვა შეძლო, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე ეძებს.

დაჭრილი ბიჭი კი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, საავადმყოფოში  გამვლელებმა  გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას 9-იდან 2 ტყვია გულმკერდის არეში მოხვდა.

დაჭრილი ახალგაზრდა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს მუცლის, გულ-მკერდის, ზურგის არეში მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა, დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოებიც. მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

იმ ადგილზე, სადაც დანაშაული მოხდა, 4 კამერა დგას და, წესით, სამართალდამცველებს დამნაშავის იდენტიფიცირება არ უნდა გაუჭირდეთ.

ფაქტზე გამოძიება „განზრახ მკვლელობის მცდელობისა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების“ მუხლებით მიმდინარეობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  მოკლული ახალგაზრდა კაცი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქმიანობდა, იგი „Feedc-ის დამაარსებელია. Feedc-ი ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინფორმაციის გაცვლის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს. ნიკა სამომავლოდ აპირებდა ეს პლატფორმა  Facebook-ის ქარ­თულ ანა­ლოგად გარდაექმნა. მას საფრანგეთში ჰქონდა მიღებული განათლება.

ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ Facebook-ის პი­რად გვერ­დზე წერს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გიორ­გი კე­კე­ლი­ძე:

„მოკ­ლუ­ლი 20 წლის ახალ­გაზ­რდა, ნიკო კვა­რა­ცხე­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მესტუმრა და მი­თხრა, რომ დიდი გეგ­მე­ბი ჰქონ­და – Facebook-ის ქარ­თულ ანა­ლოგს ჰქმნი­და – Feedc.com-ს. ვი­ღა­ცას ალ­ბათ გა­ე­ღი­მე­ბო­და, მაგ­რამ თუ ოდეს­მე ნი­კოს შეხ­ვედ­რი­ხართ, მისი ერუ­დი­ცია და ენ­თუ­ზი­აზ­მი მცი­რე მი­ზეზ­საც არ და­გი­ტო­ვებ­დათ ამის. მთხო­ვა, პე­რი­ო­დუ­ლად სტა­ტი­ე­ბი მე­წე­რა და სი­ა­მოვ­ნე­ბით დავთანხმდი. მას მერე ხში­რად მწერ­და და სი­ახ­ლე­ებს მი­ზი­ა­რებ­და. სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს მისი მნიშვნელოვანი შვი­ლი მო­უკ­ლეს. ვწუხ­ვარ, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ“, – წერს გიორ­გი კე­კე­ლი­ძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close