fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

პოლონეთის პრეზიდენტი ევროკავშირის გაფართოების მომხრეა – ჩვენ, ევროპა, ვართ კონტინენტი და არა რჩეულთა კლუბი

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ევროკავშირის გაფართოების მომხრეა.

„ჩვენ, ევროპა, ვართ კონტინენტი და არა რჩეულთა კლუბი“, – განაცხადა დუდამ ევროკავშირის წევრი საპარლამენტო და ნახევრად საპრეზიდენტო ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

ანჯეი დუდას გამოსვლის ტექსტს პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ჩვენი თანამეგობრობის ძალა და მსოფლიოში მისი აღქმა უნდა იყოს მისი ავტორიტეტის შედეგი. ჩვენ არ გვექნება ნდობა, თუ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც მოდერნიზაციას ცდილობენ და სურთ, ჩვენს თანამეგობრობას შეუერთდნენ, ამის შესაძლებლობა არ ექნებათ. ამიტომ ვსაუბრობ გაფართოებაზე. ჩვენ, ევროპა კონტინენტი ვართ და არა რჩეულთა კლუბი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ღია სხვა ევროპული ქვეყნებისთვის, მათთვის, რომლებიც უკვე ატარებენ რეფორმებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

სამწუხაროდ, „რკინის ფარდის“ დაცემიდან 30 წლის შემდეგაც ევროპული ტერიტორია კვლავ გაყოფილია. დღეს ფარდები რკინის კი არა, არამედ საბაჟო ბარიერებისგან, სავიზო შეზღუდვებისგან და წევრობის პერსპექტივის არარსებობისგან შედგება. მე ამის შესახებ ღიად ვაცხადებ: ჩვენს უშუალო სიახლოვეს არიან ევროპული ქვეყნები, რომლებიც უნდა იყვნენ ჩვენი თანამეგობრობის ნაწილი. ცოტა ხნის წინ მე მოლდოვაში ვიყავი დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე. იქ ვიხილე ახალგაზრდები, რომლებიც ენთუზიაზმით არიან განწყობილი თავიანთი ქვეყნის ცვლილების მიმართ. ჩვენ ვიხილეთ უკრაინა 2014 წელს, სადაც ახალგაზრდა პატრიოტები და დემოკრატები ბარიკადებზე გავიდნენ, რომ ოდესმე ევროპული თანამეგობრობის ნაწილი გახდნენ“, – განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, თუ ევროკავშირს სურს, რომ კავშირი ჭეშმარიტად ევროპული იყოს, მან გაფართოების პოლიტიკა უნდა გაატაროს.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close