ეკონომიკამოგზაურობასაქართველო
პორტუგალიიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები შესრულდეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი პორტუგალიის ეროვნული ავიაკომპანიის TAP Air Portugal-ის პრეზიდენტს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა პორტუგალიიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე იმსჯელეს.
„შეხვედრა გავმართეთ პორტუგალიის ეროვნული ავიაკომპანიის TAP Air Portugal პრეზიდენტთან. დავიწყეთ მოლაპარაკება პორტუგალიიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე. საქართველოს ავიაციის სექტორის შთამბეჭდავი აღდგენის ტემპი და ტურიზმის სექტორის უდიდესი პოტენციალი – პოზიტიურ მოლოდინების გვიქმნის პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1tv.ge
კომენტარები