ისრაელში ერთი წლის ტყუპმა დამ ერთმანეთი პირველად ნახა. საქმე ისაა, რომ ისინი თავების უკანა ნაწილით გადაბმულები დაიბადნენ 2020 წლის აგვისტოში და ერთი წლის ასაკამდე ასე მიაღწიეს. მათ განსაცალკევებლად ისრაელში, ბეერ-შევას სამედიცინო ცენტრ „სოროკას“ (Soroka Medical Centre in Beersheba) პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტში ექიმებმა 12-საათიანი ოპერაცია ჩაატარეს. ამის შესახებ BBC წერს.
მანამდე იყო ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომლის დროსაც ორივე გოგონას სკალპი გადაუნერგეს. მოსამზადებელი პერიოდი ტვინის 3D რეალური მოდელის შექმნასაც გულისხმობდა. პროცესში ჩართული იყო ათობით სპეციალისტი როგორც ისრაელიდან, ისე საზღვარგარეთიდან.
„ჩვენდა სასიხარულოდ, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ვიმედოვნებდით“, – ამბობს ნეიროქირურგი მიკი ჟიდეონი.
ექიმების თქმით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ორივე გოგონა სრულიად ნორმალურად გააგრძელებს ცხოვრებას.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები