იტალიაპოლიტიკა

იტალიის პრემიერ-მინისტრი COVID-19-ზე სავალდებულო ვაქცინაციას ემხრობა

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი მოსახლეობისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ სავალდებულო ვაქცინაციას ემხრობა.

იტალიის მთავრობამ ვაქცინაცია უკვე სავალდებულო გახადა სამედიცინო პერსონალისთვის, უნივერსიტეტებისა და სკოლების თანამშრომლებისთვის, თუმცა უკანასკნელი დღეების განმალობაში რამდენიმე მინისტრმა მოითხოვა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია გავრცელდეს საზოგადოების უფრო ფართო ნაწილზეც იმ შემთხვევაში, თუ თვის ბოლოს ვაქცინირებულთა პროცენტული მაჩვენებელი 80% არ იქნება. იტალიაში 12 წელს გადაცილებული ადამიანების დაახლოებით 70% ერთი დოზით მაინც არის აცრილი, ხოლო 63% სრულად ვაქცინირებულია.

პრემიერ-მინისტრმა დრაგიმ თქვა, რომ ის და ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა განიხილავდნენ სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნის გაფართოებას, თუმცა დაამატა, რომ დეტალები მთავრობის მომავალი ნაბიჯების შესახებ მმართველ კოალიციაში მყოფ სხვა პარტიებთან შეხვედრის შემდეგ გახდებოდა ცნობილი.

პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ მას მაინც აქვს იმის იმედი, რომ სექტემბრის ბოლოს ვაქცინაციის მაჩვენებელი დასახულ მიზნამდე, 80%-მდე ავა და მოუწოდა მოქალაქეებს, რომ აიცრან.

„მინდა გავიმეორო ჩემი მოწოდება ვაქცინაციისკენ. ეს არის საკუთარ თავზე ზრუნვის, სხვის მიმართ სოლიდარობის და საკუთარი ოჯახის დაცვისკენ მიმართული აქტი“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close