fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

20 წლის ქალმა დაბერებული ბავშვი გააჩინა

ოცი წლის სამხრეთაფრიკელ ქალს შეეძინა გოგონა, რომელსაც „ბენჯამინ ბატონის“ სინდრომი – პროგერია აქვს, რა დროსაც ორგანიზმი ნაადრევად ბერდება, იუწყება The Sun.

გავრცელებული ინფორმაციით, აგვისტოს ბოლოს დაბადებულ გოგონას დეფორმირებული მკლავები და დანაოჭებული კანი აქვს. ექიმებმა ახალშობილს ჰატჩინსონ-გილდფორდის სინდრომის, ბავშვებში უკიდურესად იშვიათი გენეტიკური აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც, ასევე, „ბენჯამინ ბატონის დაავადების“ სახელითაა ცნობილი.

ირკვევა, რომ ახალგაზრდა დედამ შინ იმშობიარა და საავადმყოფოში მხოლოდ შემდეგ გადაიყვანეს.

„იქ გვითხრეს, რომ ბავშვი ინვალიდია. რომ დაიბადა, შევამჩნიე, რომ რაღაც უცნაური იყო – არ ტიროდა და ნეკნებით სუნთქავდა“, – ამბობს ახალშობილის ბებია.

გამოცემა წერს, რომ ამ დიაგნოზის მქონე ბავშვები ყველაზე ხშირად ათეროსკლეროზით იღუპებიან 14,5 წლის ასაკში.

სპეციალისტების თქმით, აღნიშნული პათოლოგიით რვა მილიონში ერთი ბავშვი იბადება. ამ დროისათვის მსოფლიოში ამ დიაგნოზის მქონე 132 ბავშვია.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close