ის პოლიციას სასამართლოს ტუალეტიდან გაექცა – ესპანეთში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ლევან სუხუმსკი დააკავეს
ესპანეთის პოლიციამ რუსეთის მიერ ძებნილი კრიმინალური ავტორიტეტი ლევან აბულაძე დააკავა, რომელიც 2020 წელს რუსეთის ქალაქ ვლადიმირის სასამართლოდან გაიქცა.
ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ბარსელონის აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როცა ის ქვეყანაში შეღწევას ყალბი უკრაინული პასპორტით ცდილობდა. იმავე ინფორმაციის თანახმად, გამოძიებაში ჩართულები იყვნენ ქართველი სამართალდამცველებიც.
2020 წლის 16 დეკემბერს ლევან აბულაძე, იგივე ლევან სუხუმსკი, ვლადიმირის სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების განსასაზღვრად მიიყვანეს. ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ნარკოტიკის შენახვისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის, ასევე ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის იყო ბრალდებული. მას 15-წლიანი სასჯელი ელოდა.
ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე მას სასამართლოში ხელბორკილები მოხსნეს, ტუალეტში გასვლის შემდეგ კი მიიმალა.
primetime.ge
კომენტარები