ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

„კანონიერი ქურდი“ ლევან სუხუმსკი ვლადიმირის სასამართლოს შენობიდან გაიქცა

კრიმინალური ავტორიტეტი ლევან აბულაძე, ცნობილი, როგორც  ლევან სუხუმსკი, რუსეთის ქალაქ ვლადიმირში სასამართლოს შენობიდან გაიქცა. ამის თაობაზე რადიო თავისუფლების რუსული სამსახური გამოცემა „პრაიმ კრაიმზე“ დაყრდნობით იტყობინება.

17 დეკემბერს 45 წლის „კანონიერი ქურდი“ სასამართლოზე მიიყვანეს პატიმრობის ვადის გასახანგრძლივებლად. მედიის თანახმად, ადვოკატების თხოვნით, ბადრაგმა აბულაძეს ხელბორკილები მოხსნა და ის ტუალეტში გავიდა, რის შემდეგაც პატიმარი აღარ უნახავთ.

სასამართლოს ოფიციალურად არ განუხილავს შუამდგომლობა პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ, რადგან აბულაძე „სასამართლოს სხდომათა დარბაზში არ შეუყვანიათ“.

წელს აპრილში აბულაძის მიმართ აღიძრა საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ახალი მუხლით „დამნაშავეობრივ იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობის დაკავების“ შესახებ, რომელიც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მანამდე მან ოთხწლიანი პატიმრობა მოიხადა ვლადიმირში ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისა და საბუთების გაყალბებისთვის.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close