ეკონომიკაიტალია

იტალიაში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულთა საყურადღებოდ! – რომის მახლობლად მდებარე ქალაქში სახლები ერთ ევროდ იყიდება

იტალიაში მთავრობის მიერ წამოწყებული პროგრამა „სახლი 1 ევროდ“ უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. პროგრამა მიზნად ისახავს იმ სოფლებისა და მცირე მუნიციპალიტეტების დასახლებას, რომლებიც მიტოვებულია და გაქრობის საფრთხის წინაშე დგას.

აღნიშნულ პროგრამას სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ქალაქი – მაენცა (Maenza) შეემატა. უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქს საოცარი ადგილმდებარეობა აქვს. კერძოდ, ის რომიდან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. ასევე,  მაენცა ლაციოს რეგიონში პირველია, რომელიც აღნიშნულ პროგრამას შეუერთდა.

მაენცას მერი აღნიშნულ ინიციატივას პოზიტიურად უყურებს და დიდი იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი ქალაქს ახალ სიცოცხლეს აჩუქებს.

„ვცდილობთ ყველაფერი ნელ-ნელა და ხარისხიანად გავაკეთოთ. მაენცაში არსებული სახლების მეპატრონეები თავად გვიკავშირდებიან და უფლებას გვაძლევენб მათი უძრავი ქონება სპეციალურ ბაზაში განვათავსოთ, სადაც ყიდვის მსურველებს მათი ნახვა შეეძლებათ. ეს საშუალებას გვაძლევს პროცესი უფრო გამჭვირვალე გავხადოთ“, – ამობს მაენცას მერი კლაუდიო სპერდუტი.

სპერდუტი იმედოვნებს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში 100-მდე მიტოვებული სახლის გაყიდვას შეძლებენ.

ქალაქი მაენცა

სახლების ყიდვის მსურველებს საშუალება ექნებათ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მერიას დაუკავშირდნენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ყველანაირად შეეცდება.

სახლის შეძენის შემდეგ მყიდ­ვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია ის სამ წელ­ზე ნაკ­ლებ პე­რი­ოდ­ში გა­ნა­ახ­ლოს. ამას გარ­და, ანა­ბარ­ზე უნდა ჰქონ­დეს 5 000 ევ­როს ოდე­ნო­ბის თან­ხა, რო­მე­ლიც სახ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უკან­ვე და­უბ­რუნ­დე­ბა.

სახლების შეძენის პირველი დედლაინი 28 აგვისტოს მთავრდება, თუმცა მაენცას მერი საზოგადოებას ჰპირდება, რომ თუ ამ დრომდე ვერ მოახერხეს შეძენა, მომავალშიც დაიდება სახლები და მათ კიდევ მიეცემათ საშუალება.

წყარო: CNN –

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close