კრიმინალი

თესალონიკში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ იზოლატორში თავი მოიკლა (ვიდეო)

საბერძნეთში 55 წლის პარტნიორი ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა 48 წლის ქართველმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით,  ბრალდებულმა თესალონიკის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო.

საბერძნეთში 55 წლის ქართველი ქალი თავისივე საცხოვრებელ ბინაში ასევე ქართველმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, დანით 24 აგვისტოს მოკლა. მეგობარმა მამაკაცმა ის საკუთარ ბინაში ჯერ სცემა, შემდეგ კი ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

პოლიციას, რომელიც მეზობლებმა გამოიძახეს, ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. მეზობლების თქმით, ქალის ბინიდან ხშირად ისმოდა ყვირილისა და ჩხუბის ხმა, რადგან მამაკაცი, რომელიც ქალთან ერთად ცხოვრობდა, ხშირად ლოთობდა.

მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი საბერძნეთის პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში ქალაქის სხვა უბანში დააკავა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close