საზოგადოებასაბერძნეთი

ტყის ხანძრის გამო ათენის მახლობლად მდებარე ორი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ტყის ხანძრის გამო ათენის მახლობლად მდებარე ორი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ევაკუირებულია საბერძნეთის დედაქალაქიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე სოფლები, ვილია და პროფიტის ილიასი. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 85 მეხანძრე, 13 ვერტმფრენი და 13 თვითმფრინავი მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ ათენთან, აღნიშნულ რაიონში გასულ კვირას 9 ჰექტარზე მეტი ფართობის ფიჭვის ტყე დაიწვა.

აგვისტოს დასაწყისიდან საბერძნეთში ხანძრის 500-ზე მეტი კერა გაჩნდა, რის გამოც ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close