fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობა: საზოგადოება ანტივაქსერების მძევლად ვერ იქცევა

24 აგვისტოს საბერძნეთის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს გამოაცხადებს, რომელიც შემოდგომიდან ამოქმედდება. საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იანის ეკონომუმ განაცხადა, რომ მთავრობას ცხოვრების ნორმალური რეჟიმის გარკვეულწილად დაბრუნების უზრუნველყოფა სურს.

იანის ეკონომუს თქმით, საზოგადოება ანტივაქსერების მძევლად ვერ იქცევა.

„საზოგადოება ვერ დაელოდება და ასეთი აღქმის მძევლად ვერ დარჩება. ხვალ ჩვენ ახალ ღონისძიებებსა და რეგულაციებს გამოვაცხადებთ, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების სრულყოფილ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს კერძო და საზოგადოებრივ ადგილებში. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ხელი შეუშალოს ადამიანს, რომელსაც მუშაობა და სწავლა სურს“, – აღნიშნა საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, საბერძნეთის მთავრობა არავაქცინირებული პირებისათვის შეზღუდვებს გამოაცხადებს. კერძოდ, შემოდგომიდან არავაქცინირებულ პირებს დახურულ რესტორნებსა და გასართობ ადგილებში შესვლა აეკრძალებათ. ეს ნიშნავს, რომ რესტორნები, კაფეები, ბარები, ღამის კლუბები, კინოთეატრები, თეატრები და სტადიონები დახურულ სივრცეში მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს მიიღებენ.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close