ნიუ-იორკში, სადაც შტორმი „ჰენრი“ მძვინვარებს, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კოშკის შპილს მეხი დაეცა. ვიდეოს BBC ავრცელებს.
Bolt of lightning strikes New York’s One World Trade Center as Storm Henri hits US north-easthttps://t.co/hSC1caXFxl pic.twitter.com/NuOjGS5yGJ
— BBC News (World) (@BBCWorld) August 23, 2021
ძლიერი შტორმული ქარიშხალი აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს. გადაუღებელმა წვიმამ, რომელიც „ჰენრიმ“ გამოიწვია, რამდენიმე შტატი დააზარალა. ამ ფონზე, სპეციალისტების გაფრთხილებით, მილიონობით ადამიანი მოემზადა სავარაუდო წყალდიდობებისთვის, ხეების დაცემისა და ელექტროენერგიის შეწყვეტისთვის.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, 21 აგვისტოს ნიუ-იორკში ყველაზე წვიმიანი დღე იყო ბოლო 150-ზე მეტი წლის განმავლობაში. ამ დღეს ქალაქის ცენტრალურ პარკში დაახლოებით 100 მმ ნალექი მოვიდა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები