მსოფლიოსაზოგადოება

საფრანგეთში ტყის ხანძარს ებრძვიან – ევაკუირებულია ათასობით ადამიანი (ვიდეო)

სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ელვის სისწრაფით გავრცელდა, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, – ამის შესახებ „ლე პარიზიენი“ წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

ვარის დეპარტამენტში, სენ ტროპეს მახლობლად, გრიმოსა და ლა-მოლში მოსახლეობას საცხოვრებლების დატოვება მოუწია. საბედნიეროდ, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ცეცხლი 16 აგვისტოს საავტომობილო მომსახურების ცენტრთან ახლოს გაჩნდა და ერთ დღეში 22 კილომეტრზე, ჯამში, 5 ათას ჰექტარზე გავრცელდა. დაზიანებულია 100-მდე სახლი.

ღამის განმავლობაში ხანძარს ათობით მეხანძრე ებრძოდა, სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებთან ერთად.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close