მსოფლიოსაზოგადოება
საფრანგეთში ტყის ხანძარს ებრძვიან – ევაკუირებულია ათასობით ადამიანი (ვიდეო)
სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ელვის სისწრაფით გავრცელდა, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, – ამის შესახებ „ლე პარიზიენი“ წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
ვარის დეპარტამენტში, სენ ტროპეს მახლობლად, გრიმოსა და ლა-მოლში მოსახლეობას საცხოვრებლების დატოვება მოუწია. საბედნიეროდ, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ცეცხლი 16 აგვისტოს საავტომობილო მომსახურების ცენტრთან ახლოს გაჩნდა და ერთ დღეში 22 კილომეტრზე, ჯამში, 5 ათას ჰექტარზე გავრცელდა. დაზიანებულია 100-მდე სახლი.
ღამის განმავლობაში ხანძარს ათობით მეხანძრე ებრძოდა, სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებთან ერთად.
კომენტარები