საზოგადოება

„ჩემზე ახალგაზრდა, ჩემზე მძიმე ავადმყოფები გადაიყვანეთ საავადმყოფოებში, მომავალ თაობას უშველეთ!“ – 87 წლის კოვიდინფიცირებული ბაბუ ექიმს

სოციალური ქსელის მომხმარებელი ირაკლი ღოღობერიძე ექიმისა და კოვიდპაციენტის გასაუბრების  შესახებ წერს. ის მადლობას უხდის 87 წლის ბაბუს, რომელმაც მისთვის განკუთვნილი ადგილი  საავადმყოფოში ახალგაზრდებს დაუთმო და მიაჩნია, რომ მისნაირებზე დგას საქართველო!

„ჩემი ცოლი ფშავის რომელიღაც სოფელში კოვიდინფიცირებულ ბაბუს, გივის ურეკავს:

– გამარჯობა, მე თქვენი კოვიდექიმი ვარ. როგორ ბრძანდებით, რა ჩივილები გაქვთ?
– სიცხე მაქვს, შვილო, 39-ს ქვემოთ არ ჩამოდის. განუწყვეტლივ მახველებს.
– ბატონო გივი, ახლა ვნახე თქვენი ანალიზის პასუხები, დედიმერიც მომატებულია, C რეაქტიული ცილაც, ფილტვების დაზიანების ხარისხი 14%-ია. მე იძულებული ვხდები, 112-ს დავუკავშირდე და ვთხოვო თქვენი გადაყვანა სტაციონარში, სადაც მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნებით. მე ასე დისტანციურად სხვა ვეღარაფრით დაგეხმარებით.
– არა, შვილო, არა, მე 87 წლის ვარ, თუ მოვკვდები, პრობლემა არ არის. საავადმყოფოებში ისედაც ადგილები არაა. ჩემზე უფრო მძიმე პაციენტები ვერ წვებიან. ჩემზე ახალგაზრდა, ჩემზე მძიმე ავადმყოფები გადაიყვანეთ საავადმყოფოში. მომავალ თაობას უშველეთ!

ნათია ჩუმად იწმენდს ლოყაზე ჩამოღვრილ ცრემლებს… მე კი ჩუმად ვფიქრობ: მადლობა, ბაბუ, რომ არსებობ. შენისთანებზე დგას საქართველო!“ – წერს ირაკლი ღოღობერიძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close