fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 16-22 აგვისტო

16-იდან 21 აგვისტოს ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. საქმე იმდენად ბევრი იქნება, დელეგირების გარეშე ფონს ვერ გახვალთ.  ნუ შეგეშინდებათ საქმეების სხვა ადამიანებზე გადამისამართება და ირვლივ მყოფებისთვის დახმარების თხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი ენერგიის მარაგს ნულამდე დაიყვანთ.

22 აგვისტო სავსემთვარეობაა. ცოტა იფიქრეთ და დღე შეგრძნებებს დაუთმეთ. ეს განსაკუთრებით პირად ცხოვრებას ეხება. ენდეთ თქვენს გულს და ინტუიციას, რომლის წყალობითაც საოცარი რამ შეიძლება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში.

 

ვერძი

კვირის პირველი ნახევარი ხელსაყრელია უძრავი ქონებისა და ძვირადღირებული ნივთების   შესაძენად, ასევე სახლის მოსაწესრიგებლად. უბრალოდ, გახსოვდეთ: თუ  მთლიანად ჩაეფლობით საოჯახო საკითხების გადაწყვეტაში, დაივიწყებთ სამსახურებრივ მოვალეობებს, ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩება და ეს კარგ შედეგს არ გამოიღებს. 22 აგვისტოს ფრთხილად იყავით: არსებობს უსიამოვნო, მეტიც, ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრის რისკი. მეორეს მხრივ, ეს კვირა შესანიშნავი დროა შემოქმედებისთვის, როდესაც შეგიძლიათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და ორგანიზატორული უნარები.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 16.

 

კურო

ეს კვირა ძალიან კარგი პერიოდია ფინანსური და ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად. იღბალი თქვენს მხარეზეა. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა გააფართოებს თქვენს სოციალურ კავშირებს. თქვენი მჭევრმეტყველება და ხიბლი კი დაგეხმარებათ იპოვოთ თანამოაზრეები, ასევე, ახალი თაყვანისმცემლები. ნუ იქნებით ძალიან უნდობლები, თორემ დიდ შესაძლებლობებს გაუშვებთ ხელიდან. და საერთოდ, შეეცადეთ გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც ხელს უშლის თქვენს განვითარებას და მიზნისკენ სწრაფვას.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 17.

 

ტყუპი

ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წარმატებული პერიოდია. არსებობს შანსი დაამყაროთ სასარგებლო კავშირები, რომელთა წყალობითაც  თქვენთვის ახალი ჰორიზონტი გაიხსნება: შესაძლებლობა გექნებათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და მოიპოვოთ აღიარება.  ბევრ ტყუპს  მიდრეკილება ექნება ფუფუნებისა და ფულის დაუფიქრებელი ხარჯვისკენ, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ბიზნესპარტნიორებს მოეწონოთ. შაბათ-კვირას გაგიადვილდებათ გარშემო მყოფებთან საერთო ენა გამონახოთ, გაიგოთ და მიიღოთ სხვა ადამიანების იდეები.

სასიკეთო დღეები: 21, 22.

არასასიკეთო დღე: 18.

 

კირჩხიბი

სავარაუდოა ცვლილებები კარიერაში: ახალი თანამდებობა, გუნდის ცვლილება ან სხვა სამუშაოზე გადასვლა. სასიყვარულო ურთიერთობებში ასევე არ არის გამორიცხული სასიამოვნო სიურპრიზები. უბრალოდ, იყავით აქტიური და  კვირა წარმატებული იქნება, იგრძნობთ ძალას, შემოქმედებით თავისუფლებას, საყვარელი ადამიანების მხარდაჭერას – და შეძლებთ მთები გადაადგილოთ!

სასიკეთო დღეები: 19, 20.

არასასიკეთო დღე: 16.

 

ლომი

ეს არის აქტიურობის გაზრდის პერიოდი. ენერგიის მომატება, ასევე, სექსუალური მიმზიდველობის ზრდა შეიძლება ახალ რომანებში, ცხოვრების სიამეთა სრულად შეგრძნობის სურვილში გადაიზარდოს, თუმცა გონივრული იქნება ნაკლებად იაქტიუროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუფიქრებელი ქმედებები და ფულის დაუფიქრებელი ფლანგვა, საბოლოო ჯამში, ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნით. საბედნიეროდ, ლომების უმეტესობას ჰყავს გულუხვი მეგობრები, რომლებიც მზად არიან დახმარებისთვის. გარდა ამისა, ახლა ხელსაყრელი პერიოდია თანამშრომლობისთვის, ამიტომ შეეცადეთ თანამოაზრეები იპოვოთ.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 17.

 

ქალწული

ახლა ცდილობთ გაზარდოთ თქვენი შემოსავალი, მაგრამ თქვენთვის ადვილი არ არის ძალების მოკრება, თვითორგანიზება. კომუნიკაციისას სიმკაცრემ და სიცივემ შეიძლება საყვარელ ადამიანებთან გაუცხოება გამოიწვიოს. კვირის მეორე ნახევრის კონფლიქტებისა და წარუმატებლობების უმეტესობა გამოწვეულია თქვენი სურვილით, დააწესოთ თამაშის წესები გარშემო მყოფებისთვის. ახლა არ არის პირობების კარნახის, გარისკვის ან სამოგზაუროდ წასვლის დრო. და არ იმოქმედოთ ძალის პოზიციიდან – ეს უარყოფითად იმოქმედებს ბავშვებთან ურთიერთობაზე.

სასიკეთო დღეები: 18, 20.

არასასიკეთო დღე: 16.

 

სასწორი

ამ კვირაში ფორტუნა სასწორის მხარეზეა. ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ხელსაყრელი პერიოდია. თქვენ ხართ მომხიბვლელი, ენერგიული, ნიჭიერი და  გაქვთ ნებისმიერი მიზნის მიღწევის უნარი. გარდა ამისა, ახლა კარგი დროა იზრუნოთ თქვენს გარეგნობაზე, მოიწესრიგოთ ფიგურა, განაახლოთ გარდერობი. ერთადერთი პრობლემა: სასწორი სამყაროს ვარდისფერი სათვალეებით უყურებს, ამიტომ ზოგჯერ ისინი ვერ შეძლებენ ადეკვატურად შეაფასონ სიტუაცია, საკუთარი ძლიერი მხარეები და კონკურენტების შესაძლებლობები.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 18.

 

მორიელი

ვარსკვლავები მორიელებს ურჩევენ, იყვნენ უფრო პრაქტიკულები და არ ენდონ მათ, ვინც ოქროს მთებს ჰპირდება. ახლა უმჯობესია თქვენი წოდება შეინარჩუნოთ. ამ პერიოდის განმავლობაში მორიელის ნიშნის არაერთი წარმომადგენელი იგრძნობს დაღლილობას, ძალის დაკარგვას. შეეცადეთ კარგად დაისვენოთ, მაშინ შეძლებთ თქვენი გეგმების განხორციელებას, მათ შორის, ფინანსურისას. მხოლოდ გახსოვდეთ: ახლა არ უნდა დაეყრდნოთ კოლეგებსა და პარტნიორებს, უმჯობესია მარტომ იმოქმედოთ.

სასიკეთო დღეები: 17, 21.

არასასიკეთო დღე: 20.

 

მშვილდოსანი

ეს კვირა საკმაოდ ჰარმონიული პერიოდია. შეძლებთ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები, მოძებნოთ არასტანდარტული გადაწყვეტილებები საოფისე პრობლემებისთვის და კარიერულ კიბეზე დაწინაურდებით. კოლეგები და ხელმძღვანელობა დააფასებენ თქვენს  იდეებს. გარდა ამისა,  შეიძლება გავლენიანი მფარველები გამოგიჩნდეთ, – მხოლოდ არავის მისცეთ უფლება, რომ საქმის კეთებაში ხელი შეგიშალოთ. შაბათ-კვირა არც ისე წარმატებული იქნება: რაღაც ვერ წარიმართება გეგმის მიხედვით, ზოგიერთ საქმეზე უარის თქმა მოგიწევთ. ნუ ეცდებით ყველანაირი დაბრკოლების გადალახვას, უბრალოდ, უკეთეს დროს დაელოდეთ.

სასიკეთო დღეები: 18, 20.

არასასიკეთო დღე: 16.

 

თხის რქა

ეს ხელსაყრელი დროა სულიერი ზრდისთვის, სწავლისთვის, მოგზაურობისთვის, მაგრამ გახსოვდეთ: მრავალი შეზღუდვის წინაშე აღმოჩნდებით, თუმცა ძლიერი ნებისყოფისა და თქვენი მიზნების მკაფიოდ გააზრების წყალობით, შეძლებთ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. შაბათ-კვირას მოსალოდნელია სირთულეები კომუნიკაციაში, საკუთარ თავში ჩაკეტვის სურვილი. სახლშიც კი, საკუთარ ოჯახთან ერთად, თავს კომფორტულად არ იგრძნობთ. უმჯობესია დროებით განმარტოვდეთ და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე: 19.

 

მერწყული

ამ კვირაში მერწყულებს ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი, რასაც მშვენივრად უმკლავდებიან. კომპრომისების პოვნის უნარი, აგრეთვე, განვითარებული ინტუიცია საშუალებას მოგცემთ მონაწილეობა მიიღოთ მომგებიან პროექტებში. მოგიწევთ რაღაცის გაწირვა, თქვენი კარმული ვალების დაფარვა, მაგრამ, ამავე დროს, არაფერს დაკარგავთ: ადრე თუ გვიან ყველაფერი დაგიბრუნდებათ.  და კიდევ ერთი რჩევა: არ არის საჭირო თქვენი აზრის ასე გულმოდგინედ დაცვა, მით უმეტეს, რომ სულის სიღრმეში თვითონაც იცით, რომ ცდებით.

სასიკეთო დღეები: 19, 20.

არასასიკეთო დღე: 22.

 

თევზები

თევზების უმრავლესობისთვის ეს კვირა ძალიან წარმატებული იქნება.  შესაძლებელი იქნება გამოავლინოთ საკუთარი თავი, აჩვენოთ თქვენი პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი. ეს ძალიან საინტერესო პერიოდია: თევზები ინტუიციურად გრძნობენ რა ელოდებათ, რას ელიან მათგან და ადვილად იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს. თქვენი მომხიბვლელობით მიიზიდავთ როგორც ახალ თაყვანისმცემლებს, ისე საქმიან პარტნიორებს. მაგრამ ნუ მიიღებთ შეთავაზებებს, რომლებიც სწრაფ მოგებას გპირდებათ: დიდი ალბათობით, ისინი არახელსაყრელი აღმოჩნდება. შაბათ-კვირას  სავარაუდოა დიდი დატვირთვა, აპათია და მარტოობის სურვილი. ეცადეთ მეტი დაისვენოთ, საქმე კი სანდო პარტნიორებს მიანდეთ: ისინი შეძლებენ, თავი გაართვან ყველაფერს.

სასიკეთო დღეები: 17, 22.

არასასიკეთო დღე: 20.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close