იტალიაკრიმინალი

იტალიაში პოლიციამ ქსელი გამოავლინა, რომელიც ყალბ ე. წ. „მწვანე საშვებს“ ყიდდა

იტალიაში პოლიციამ ქსელი გამოავლინა, რომელიც ყალბ ე.წ. „მწვანე საშვებს“ ყიდდა.

იტალიაში 6 აგვისტოდან სტადიონებზე, მუზეუმებში, თეატრებში, კინოთეატრებში, საგამოფენო ცენტრებსა და სპორტდარბაზებში შესვლა მხოლოდ ე.წ. „მწვანე საშვის“ წარდგენის შემთხვევაში ხდება. აღნიშნული დოკუმენტი ასევე საჭიროა დახურული ტიპის რესტორნებში მომსახურების მისაღებად.

„ათასობით მომხმარებელი ცნობილ საკომუნიკაციო პლატფორმებზე დარეგისტრირდა, სადაც ყალბი „მწვანე საშვები“ იყიდებოდა, ანონიმურობის აბსოლუტური გარანტიით. გადახდა კრიპტოვალუტით ან ონლაინ ვაჭრობის პლატფორმების ვაუჩერებით ხდებოდა. ყალბი „მწვანე საშვის“ ფასი 150-500 ევროს შეადგენდა“, – განაცხადეს იტალიის პოლიციაში.

ე.წ. „მწვანე საშვი“ აჩვენებს, რომ მის მფლობელს ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა აქვს მიღებული, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა ან ფლობს არაუგვიანეს 48 საათის წინ გაკეთებული ტესტის უარყოფით პასუხს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close