fbpx
ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები ქორწინებაში – „ვინაა შემოსაშვები ოჯახში და ვინ – არა“

მამაკაცებო (ასევე, მომავალო დედამთილებო და მულებო), გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები, კარგად დააკვირდით მომავალ ცოლს და ამის მიხედვით იმოქმედეთ! ანუ „რომელი ქალი გამოგადგებათ ოჯახში“.

ზოდიაქოს ნიშნების (ქალები) რეიტინგი საუკეთესოებიდან უარესებისკენ:

კირჩხიბი

თუ კირჩხიბი შეგხვდათ ცხოვრების გზაზე და მასთან აპირებთ საკუთარი ბედის დაკავშირებას – გილოცავთ! ნამდვილად გაგიმართლათ! კირჩხიბი ქალები აფასებენ ოჯახურ ცხოვრებას, მასში დებენ მთელ ძალებსა და დროს, ემოციებს. ისინი არასდროს მოგატყუებენ. კირჩხიბი ნამდვილი ძუ მგელია – ერთადერთი მთელი ცხოვრების განმავლობაში.

თევზები

თევზები ძალზე ნიჭიერი და მოსიყვარულე პარტნიორები არიან, არაფერს დაიშურებენ იმისთვის, რომ პარტნიორი ბედნიერი იყოს. მისი ნატურის ერთი ნაწილი შემოქმედებაში თვითგამოხატვისკენ ისწრაფვის, მეორე კი – ბავშვებისკენ, რომელთა აღზრდა თავიანთ მეორე ნახევართან ერთად სურთ. თუ თევზი-ქალი შემოვა თქვენს ოჯახში, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ – ისინი ერთგული, ჭკვიანი ქალები არიან და თქვენს ცხოვრებაში სილამაზეს შემოიტანენ.

სასწორი

მესამე ადგილზე არიან სასწორები – უჩვეულოდ სასიამოვნო, დინამიკურად მოაზროვნე ქალები, რომლებიც გრძელვადიან მიზნებს ისახავენ. მათთან ჩხუბი შეუძლებელია, ის სასურველს პირდაპირ, თავისი სიკეთით იღებს და არა მანიპულაციებითა და სხვა გზებით. სასწორ ქალებს უყვართ სექსი და რომანტიკა, მზად არიან ექსპერიმენტებისთვის.

კურო

მამაკაცებო, დროთა განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ქალ-კუროსთან დაპირისპირება ქორწინებას დადებით სტიმულს აძლევს. ისინი ძალზე ჭკვიანები არიან, ამიტომ თქვენი ტვინი მუდმივად უნდა ამუშაოთ, რომ ქალ კუროს არ ჩამორჩეთ. კუროები ძალზე ერთგული ცოლები, ასევე შესანიშნავი დედები არიან.

მერწყული

მერწყული ქალი ძლიერი და დამოუკიდებელი, სასიამოვნო და მოსიყვარულე პარტნიორია. ერთადერთი, რაც მამაკაცმა უნდა დაიმახსოვროს, ისაა, რომ ურთიერთობები მოსაწყენი არ უნდა გახდეს – ამას მერწყული ქალი ვერ იტანს. ის ასევე ძალზე გამჭრიახი და ენამახვილია, ამიტომ მას მამაკაცი ამ მხრივაც უნდა შეეფერებოდეს.

თხის რქა

სახლი, ბიზნესი და ბავშვები ძნელად შესათავსებელია, მაგრამ თხის რქა თავისი დახვეწილობით ყველაფერს გაართმევს თავს. როდესაც მამაკაცი თხის რქაზე ქორწინდება, ეს ნიშნავს, რომ ცოლად მოჰყავს წესრიგი და განრიგი. ის ძალზე ორგანიზებული ქალია, მაგრამ ნამდვილი „ვულკანია“ საწოლში.

ტყუპი

ტყუპი ქალი ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე ცოლია, მაგრამ ეს მანამ, სანამ მისი ინტერესები არ შეიცვლება. ტყუპი ქალი ძალზე მრავალმხრივი ნატურაა, არის შემოქმედებითი, ერთგული, მაგრამ ხშირად აჩვენებს თავის ბნელ მხარესაც – კაპრიზებს, მერყეობასა და ზედაპირულობას.

მორიელი

მორიელი ქალი მამაკაცში საუკეთესო თვისებებს გამოავლენს, თუმცა მამაკაცი მტკიცედ უნდა იდგეს და ძლიერი ხასიათი უნდა ჰქონდეს, რადგან ქალი იმაზე მეტს მოითხოვს, ვიდრე მას შეუძლია გასცეს. მიუხედავად ამისა, მაღალი მიზანი შეიძლება მამაკაცისთვის საკუთარ თავზე მუშაობის ბიძგი გახდეს და ქალიც ვალში არ დარჩება. მორიელები კარგი საყვარლები არიან – მათთან არ მოიწყენთ.

ქალწული

თუ მამაკაცს ქალწულზე სურს დაქორწინება, მეუღლის როლისთვის უნდა იყოს შექმნილი. ქალმა შესანიშნავად იცის, რა არის სწორი და რა – არასწორი და შეიძლება ამან მისთვის იმუშაოს, მაგრამ მამაკაცისთვის – ყოველთვის არა. ხანდახან სჯობს, მამაკაცი, უბრალოდ, დათანხმდეს მას და უთხრას: „დიახ, ძვირფასო“. თუ მამაკაცს სურს, დატკბეს ქალწულის არაჩვეულებრივი სიყვარულის უნარით, უნდა მოერგოს მას.

ლომი

ლომი ქალი ყველაფერს გაიღებს საყვარელი მამაკაცისთვის, თუმცა ამ უკანასკნელმა თვალი უნდა მიადევნოს მისი ხასიათის ცვალებადობას – ხან კარგ განწყობაზეა, ხან – საშინელზე და თუ ვერ მიიღო ის, რაც სურს, შეიძლება „აფეთქდეს“. ალბათ, გსმენიათ გამოთქმა: „ვინც გვიყვარს, მას ვტკენთ“ – სწორედ ეს ითქმის ლომ ქალზე. თუ მამაკაცს ლომი ქალი შეუყვარდა, ამ ტკივილისთვისაც მზად უნდა იყოს.

ვერძი

ქალი ვერძი დიდებული, ლამაზი და მომხიბლავია, ასევე – ამბიციური და თავდაჯერებული. როგორც ცოლი, უზომოდ ერთგულია, მაგრამ ამ ერთგულების საზღაურს მოითხოვს და თუ მამაკაცი მას საქორწინო გარიგების იდეალურ პირობებს არ შესთავაზებს, აუცილებლად მიატოვებს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ქალები შესანიშნავი ცოლები არიან მანამ, სანამ იმას აკეთებენ, რაც სურთ. მათ ერთგულებაზე მეტი თავისუფლება უნდათ, თუმცა ერთგული და ყურადღებიანი პარტნიორები არიან. მათ უფრო მეტად საკუთარი შემოქმედებითი გეგმები აინტერესებთ. მშვილდოსანი შესანიშნავი პარტნიორია ქორწინებაში, თუ მამაკაცი მის უცნაურობებს გაუმკლავდება.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close