იტალიასაზოგადოება

იტალიაში ტყის ხანძრების ნახევარზე მეტი განგებ არის გაჩაღებული

მიმდინარე წელს, მხოლოდ იტალიაში 800-მდე ტყის ხანძარი დაფიქსირდა. ეს რაოდენობა ხანძრების საშუალო წლიურ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია და მილიონობით დოლარის ღირებულების ზარალს იწვევს. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხანძრების ნახევარზე პასუხისმგებელი ორგანიზებული ჯგუფები, ან ფერმერები არიან.

გასულ კვირას იტალიელმა სამართალდამცავებმა 50 წლის ფერმერი დააკავეს, რომელიც ცეცხლის გაჩენის მცდელობისას სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

სამართალდამცავი ორგანოებისთვის კიდევ უფრო შემაშფოთებელია ე.წ. „არსონისტები“, ცეცხლის წამკიდებლები, რომლებიც ხანძრებს მიზანმიმართულად აჩაღებენ.

„იტალიაში ხანძრების 70%-ზე მეტი ჩვენი [ადამიანები] პასუხისმგებლობაა“, – აცხადებს იტალიის ეკოლოგიის საკითხთა მინისტრი. უწყების ინფორმაციით, ხანძრების 2%-ზე ნაკლებია ბუნებრივად გამოწვეული, მაგალითად, მეხის დაცემით. 4.4%-ის შემთხვევაში მიზეზი დაუდგენელია, 22%-ის შემთხვევაში მიზეზის კლასიფიცირება შეუძლებელია.

„კოლდირეტი“, იტალიის ყველაზე დიდი აგროკულტურული ასოციაცია, აცხადებს, რომ ხანძრების 60% განგებ არის გაჩაღებული. ხანძრების განგებ გაჩენის შესახებ გამოძიება დაიწყო იტალიის სხვა მხარეებშიც – ლაციოში, კალაბრიასა და სიცილიაში.

amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close