პოლიტიკასაქართველო

IRI: გამოკითხულთა უმრავლესობას კვლავ ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს – კიდევ ვინ დაიმსახურა მოსახლეობის სიმპათია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევით, გამოკითხულთა მოწონების მიხედვით, პირველ სამეულში ილია მეორე, კახა კალაძე და გიორგი გახარია არიან.

პატრიარქი ილია მეორე გამოკითხულთა 88%-ს ძალიან მოსწონს, 7%-ს არ მოსწონს, 1%-ს არასდროს სმენია მის შესახებ, 5%-ს პასუხი არ აქვს.

დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე ძალიან მოსწონს გამოკითხულთა 58%-ს, 37%-ს არ მოსწონს, 1%-ს არ სმენია მის შესახებ, 4%-ს კი შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ძალიან მოსწონს გამოკითხულთა 56%-ს, არ მოსწონს 39%-ს.

მომდევნო ადგილები ასე გადანაწილდა:

  • ილია მეორე – 88%
  • კახა კალაძე – 58%
  • გიორგი გახარია – 56%
  • ირაკლი ღარიბაშვილი – 40%
  • ნიკა მელია – 39%
  • დავით უსუფაშვილი – 36%
  • ანა დოლიძე – 34%
  • სალომე ზურაბიშვილი – 31%
  • ელენე ხოშტარია – 30%
  • გიორგი ვაშაძე – 30%
  • ირაკლი კობახიძე – 30%
  • შალვა ნათელაშვილი – 29%
  • ალეკო ელისაშვილი – 27%
  • კახა კუჭავა – 25%
  • მამუკა ხაზარაძე – 24%
  • ირმა ინაშვილი – 20%
  • ბადრი ჯაფარიძე – 19%
  • გიგა ბოკერია – 18%
  • ნინო ბურჯანაძე – 17%
  • ლევან ვასაძე – 16%
  • იაგო ხვიჩია – 7%
  • პაატა დავითაია – 6%

ამასთან, შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდით ეროვნული მთავრობის საქმიანობას, ძალიან კარგად – პასუხობს 7 პროცენტი, მეტ-ნაკლებად კარგად – 38 პროცენტი, ჯამურად 45 პროცენტი კმაყოფილია მთავრობის საქმიანობით. მეტ-ნაკლებად ცუდად – პასუხობს 28 პროცენტი, ძალიან ცუდად – 23 პროცენტი, ჯამურად, მთავრობით უკმაყოფილოა 51 პროცენტი.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51 პროცენტი ვადამდელი არჩევნების მომხრეა, ხოლო 37 პროცენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს.

კითხვაზე: მხარს უჭერთ თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ – 29 პროცენტი პასუხობს, რომ აბსოლუტურად ეთანხმება.

კვლევის თანახმად, კითხვაზე, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას, გამოკითხულთა 45%-მა უმუშევრობა დაასახელა, 20%-მა – ცხოვრების დონე და მაღალი ფასები, ხოლო 8% თვლის, რომ სიღარიბე ქვეყნის უპირველესი გამოწვევაა.

კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close