მსოფლიოსაზოგადოება

პანიკა თურქეთში! ტურისტების ევაკუაცია ნავებით უწევთ (ფოტო/ვიდეო)

ხანძრის გამო პანიკაში ჩავარდნილი ტურისტები სანაპიროდან სპეციალური სამაშველო ნავით გაიყვანეს. ახლომდებარე ხანძრების გამო კურორტ ბოდრუმში ტურისტებს სასტუმროების დატოვებაც მოუწიათ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, 100-ზე მეტი რუსი ტურისტი ბოდრუმიდან ევაკუირებულია და ახალ სასტუმროშია გადაყვანილი.

თურქეთისთვის ტურიზმი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა და ბიზნესის მფლობელები იმედოვნებდნენ, რომ ეს ზაფხული გაცილებით უკეთესი იქნებოდა შარშანდელთან შედარებით, როდესაც შეზღუდვებმა ტურიზმის ინდუსტრიაში მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, თურქეთის ხმელთაშუა ზღვის ქალაქებში ტყის ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა.

ოთხშაბათიდან მთელ თურქეთში გაჩენილი ხანძრები ტყეებსა და დასახლებულ პუნქტებში, სოფლებსა და ტურისტულ ადგილებში გავრცელდა. ამასთან, ხუთი პროვინციის დასახლებული უბნები კატასტროფის ზონად გამოცხადდა.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაზარალებული ტერიტორიები დაათვალიერა და განაცხადა, რომ მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ქირის ხარჯს დაუფარავს და მათ სახლებს აღადგენს. მათ, აგრეთვე, გადაუვადდებათ გადასახადები, სოციალური უზრუნველყოფის შენატანები და სესხები, მცირე ბიზნესს კი უპროცენტო სესხს შესთავაზებენ.

ერდოღანის თქმით, თვითმფრინავების რიცხვი, რომლებიც ხარძარს აქრობენ, ექვსიდან 13-მდე გაიზარდა, მათ შორის არის თვითმფრინავები უკრაინიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან.

მარმარისში ცეცხლის გაჩენაში ორი არასრულწლოვანია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორმა ათი წლის ბავშვმა აღიარა, რომ ქალაქ მარმარისის მახლობლად მდებარე ფიჭვნარში წიგნებს წვავდა, რის შემდეგაც ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიას მოედო.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close