ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 2-8 აგვისტო

2-იდან 7 აგვისტოს ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ეს კვირა შესანიშნავია იმ ხარვეზებისა და შეცდომების გამოსასწორებლად, რომლებიც გასულ პერიოდში დაუშვით. კვირას, 8 აგვისტოს ახალმთვარეობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უბრალოდ აუცილებელია, თუ რაიმე დაუმთავრებელი საქმე გაქვთ, იმ საქმით დაკავდეთ და დაასრულოთ; ძველი ვალები გაისტუმროთ. თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დროული და თვალსაჩინო უნდა იყოს. ახლა ის დროა, როდესაც მოვლენები სასიკეთოდ ვითარდება და შეიძლება მეორე შანსი აღარ გქონდეთ – ეს უნდა გახსოვდეთ! და, რა თქმა უნდა, ნუ დაივიწყებთ სიყვარულს – რა ვითარებაც არ უნდა იყოს, სწორედ ეს გრძნობა დაგეხმარებათ თქვენი ყველა გეგმის განხორციელებაში.

 

ვერძი

ამ კვირაში შეიძლება პირველ წარმატებებს მიაღწიოთ ახალ საქმიანობაში, განსაკუთრებით ორგანიზაციული კუთხით. მოსალოდნელია ნერვიულობა ფინანსებთან დაკავშირებით. კვირის მეორე ნახევარში შესაძლებელია კომუნიკაციის უნარის დაქვეითება, რაც მარტო მუშაობაში ხელს შეგიწყობთ და საქმეს უფრო დაკვირვებით გააკეთებთ, რაც ხელმძღვანელობას ყურადღების მიღმა არ დარჩება. შეეცადეთ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გახვიდეთ და სუფთა ჰაერზე დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 3, 7.

არასასიკეთო დღე: 2.

 

კურო

კუროს ნიშნის წარმომადგენლებს ვარსკვლავები ურჩევენ, ამ კვირაში დროის დიდი ნაწილი მარტომ გაატარონ. ეს პერიოდი ხელს უწყობს მარტოობას და თვითანალიზს. ზედმეტ სოციალურ აქტიურობას ნუ შეეცდებით. დაკავდით შემოქმედებითი საქმეებით ან იმოგზაურეთ. ეს პერიოდი ხელსაყრელია გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვისაც. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას, რომ პრობლემები არ შეგექმნათ. ურთიერთობებში შეიძლება გაურკვეველი გარემოებების წინაშე აღმოჩნდეთ. სიტუაცია მშვიდად გააანალიზეთ, ზედმეტი ემოციების გარეშე.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 5.

 

ტყუპი

კვირის პირველ ნახევარში შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ თირკმელებთან და ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით. მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები, დაიცავით თუნდაც სათანადო დიეტა. შაბათ-კვირას მოერიდეთ ნერვული სისტემის გადატვირთვას, იზრუნეთ ფილტვებზე და დიდი დრო გაატარეთ გარეთ, სუფთა ჰაერზე.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 5.

 

კირჩხიბი

ამ პერიოდის განმავლობაში კირჩხიბებს შეიძლება სამსახურში პრობლემები შეექმნათ. შეეცადეთ რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. თუ გადაწყვეტთ, რომ სამსახურს თავი დაანებოთ, კარგად დაფიქრდით. გარკვეულმა ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ სამსახურზე, არამედ პირად ურთიერთობებზეც. რომანტიკული კავშირების გაწყვეტის დიდი რისკია. წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად იყავით კრეატიული და მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას. ახლა შეგიძლიათ ბევრი რამ წინასწარ განსაზღვროთ.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 6.

 

ლომი

ამ კვირაში ლომების ყურადღება ურთიერთობებისკენ იქნება მიმართული. შეიძლება შეიძინოთ ახალი მეგობრები, ან გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი ცხოვრების თანამგზავრი გახდება. რომანტიკული ურთიერთობები ბედნიერი კავშირის შექმნაზე მეტყველებს, მაგრამ ბევრი რამ თქვენზე იქნება დამოკიდებული. არსებობს რისკი, რომ თქვენი სიჯიუტის და შეუპოვრობის გამო ახლობლებთან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობა დაგეძაბოთ.

სასიკეთო დღეები: 2, 7.

არასასიკეთო დღე: 4.

 

ქალწული

თუ შვებულებას არ აიღებთ და არ დაისვენებთ, აგვისტოს ამ კვირაში ბევრი შრომა მოგიწევთ. ქაოსმა და გაურკვევლობამ შეიძლება მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ და ნერვული დაძაბულობა გამოიწვიოს. შეეცადეთ პრობლემები მშვიდად და თანმიმდევრულად მოაგვაროთ. ამ პერიოდის განმავლობაში შრომა კარგ შედეგს გამოიღებს და ამას ხელმძღვანელობა აუცილებლად დაინახავს. ამ დროს საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ. ნუ გადადებთ ექიმთან მისვლას, თუ რაიმე უსიამოვნო სიმპტომს შეამჩნევთ.

სასიკეთო დღეები: 4, 8.

არასასიკეთო დღე: 6.

 

სასწორი

ამ კვირაში ვარსკვლავები სასწორის ნიშნის წარმომადგენლებს საზოგადოებაში ხშირად ყოფნისკენ მოუწოდებენ. დაესწარით გასართობ ღონისძიებებს და გამოსცადეთ საკუთარი თავი სასცენო საქმიანობაში. თუ გსურთ, დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ, დარეგისტრირდით სასწავლო კურსებზე. ამ პერიოდში სასწორის ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს შეიძლება შეუყვარდეთ. გამოიყენეთ ეს დრო რომანტიკული ურთიერთობის დასამყარებლად. სასწორი მშობლები კი ყურადღებით იყავით შვილების მიმართ, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 3.

 

მორიელი

ეს კვირა ძალიან ენერგიული და დატვირთულია. დიდ ენერგიას დახარჯავთ, მაგრამ მისი აღდგენა საკმაოდ ადვილი იქნება. მხოლოდ ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ თვითმკურნალობა – ნებისმიერი ორგანიზმის მარაგი შეუზღუდავი არ არის. მავნე ჩვევებს, მაგალითად, როგორიცაა მოწევა, შეუძლია შეამციროს თქვენი გამძლეობა. ეცადეთ შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 4, 6.

არასასიკეთო დღე: 2.

 

მშვილდოსანი

შემოქმედებითი კვირაა. ამ პერიოდში წმინდა მატერიალური ინტერესებისთვის, თუნდაც ბევრი ფულისთვის, ადვილი არ იქნება. განსაკუთრებით რთული იქნება კვირის პირველი ნახევარში და უფრო მეტად – მათთვის, ვისაც თავისი სამუშაო არ მოსწონს. ან მოგიწევთ მისი შეყვარება, შემოქმედებითი ელემენტის შეტანა მასში, ან თქვენთვის სასურველი სამუშაოს პოვნა. თუ ეს შეუძლებელია, დაისვენეთ, გადით შვებულებაში.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 5.

 

თხის რქა

ცუდი დრო არ არის კარიერის შესაქმნელად, სამსახურის შეცვლისთვის, პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად. კვირის პირველ ნახევარში შემოსავალი, ძირითადად, დამოკიდებულია თქვენს შრომასა და პროფესიონალიზმზე, მუშაობის ყველა სირთულის ცოდნაზე. ამ დროს უმჯობესია არ ისწრაფვოთ ხელმძღვანელობისკენ, არამედ უბრალოდ შეასრულოთ თქვენი მოვალეობები. კვირის მეორე ნახევარი კარგია მოლაპარაკებებისთვის, სასარგებლო კონტაქტების ძიებისთვის.

სასიკეთო დღეები: 3, 4.

არასასიკეთო დღე: 2.

 

მერწყული

შესაფერისი დროა ერთობლივი საქმიანობის ორგანიზებისთვის, პარტნიორობის დამყარებისთვის ბიზნესში და ნებისმიერ სხვა საქმიანობაში. ფინანსურად პროდუქტიული შეიძლება იყოს, ძირითადად, ჯგუფური ან მეწყვილესთან ერთად მუშაობა, თანამშრომლობა, თანაავტორობა. ხელსაყრელ პოზიციაში შეიძლება აღმოჩნდნენ ნებისმიერი სახის კონსულტანტები. პარტნიორობის შეწყვეტა, პირიქით, მომგებიანი არ არის. სერიოზული ფინანსური ზარალი შესაძლოა გამოწვეული იყოს სასამართლო დავების წარუმატებლობით.

სასიკეთო დღეები: 3, 7.

არასასიკეთო დღე: 5.

 

თევზები

მატერიალური თვალსაზრისით რთული კვირაა და ეს პერიოდი თქვენგან დიდ ძალისხმევას, ენერგიულ მოქმედებებს მოითხოვს, თუმცა ყველაფერი თქვენზე არ არის დამოკიდებული. სხვისი ფულის დათვლა უფრო ხშირად მოგიწევთ, ვიდრე საკუთარის. მათთვის, ვინც ბანკში, მაღაზიაში, საბუღალტრო განყოფილებაში მუშაობს, ეს ჩვეულებრივი, საკმაოდ ნორმალური და წარმატებული კვირაც კია. დანარჩენებს კი მოუწევთ ხშირად გამოიყენონ მეუღლის თანხა, სესხი და სხვ.

სასიკეთო დღეები: 4, 8.

არასასიკეთო დღე: 3.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close