საზოგადოებასაქართველო

ძლიერი წვიმის გამო ბათუმი დაიტბორა

ძლიერმა წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები და ეზოები დაიტბორა. „ბათუმის წყალი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ცხელ ხაზზე უკვე 150-ზე მეტმა მოქალაქემ დარეკა დახმარების თხოვნისთვის. 

საცხოვრებელი სახლები დაიტბორა დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე. რამდენიმე სახლში წყალი პირველ სართულზე შევიდა და საოჯახო ტექნიკა დააზიანა.

აღმაშენებლის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეფერხდა.

სტიქიის შედეგად, გონიო-კვარიათისა და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები განვითარდა. დაზარალებულთა მდგომარეობას კომისია განიხილავს და დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

შესაბამისი სამსახურები იუწყებიან, რომ უწყვეტად მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close