მოდა/სილამაზეიტალიასაზოგადოება

პრინცესა დაიანას ძმისწულმა ქორწილი იტალიაში გადაიხადა – პატარძალი ცერემონიაზე DOLCE & GABBANA-ს 5 სხვადასხვა კაბით გამოჩნდა (ვიდეო)

პრინცესა დაიანას ძმისწული და პრინცების – ჰარისა და უილიამის ბიძაშვილი, ლედი კიტი სპენსერი გათხოვდა.

30 წლის ბრიტანელი მოდელის და არისტოკრატის რჩეული 62 წლის მულტიმილიონერი მაიკლ ლიუისი (Michael Lewis) გახდა, რომელსაც იგი 2018 წლიდან ხვდებოდა. ქორწილი გასულ კვირას იტალიაში, ალდო ბრანდინის მე-17 საუკუნის ვილაში გაიმართა, ძველებურ სასახლეში, რომელიც რომთან ახლოს, პატარა ქალაქ ფრასკატიში მდებარეობს. სპეციალურად ამ დღისთვის სასახლე ათასობით ცოცხალი ყვავილით მორთეს.

პატარძალი ცერემონიის მიმდინარეობისას Dolce & Gabbana-ს 5 სხვადასხვა კაბით გამოჩნდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ კიტი სპენსერი „დოლჩე და გაბანას“ ოფიციალური ელჩია მიმდინარე წლის თებერვლიდან. მოდის სახლმა ხელნაკეთი ულამაზესი კაბები სპეციალურად მისი ქორწილის  დღისთვის შექმნა და Instagram-ზე  ამ პროცესის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Dolce&Gabbana (@dolcegabbana)

ბრენდის ინსტაგრამზე გამოქვეყნდა კიტისთვის შეკერილი სხვა საქორწილო კაბების სურათებიც.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Royal World 👑 (@royalgossip_)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Dolce&Gabbana (@dolcegabbana)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Dolce&Gabbana (@dolcegabbana)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Royal World 👑 (@royalgossip_)

კიტი სპენსერი პრინცესა დაიანას ძმის – ჩარლზის 7 შვილიდან უფროსია. მან ბავშვობა სამხრეთ აფრიკაში გაატარა, სადაც მშობლების განქორწინების შემდეგ დარჩა. კიტიმ ფსიქოლოგია შეისწავლა, თუმცა შემდეგ მოდელის კარიერა აირჩია. იგი ხშირად ჩადიოდა ლონდონში და ბოლოს საცხოვრებლადაც ლონდონში გადავიდა.

მისი მეუღლე, 62 წლის მაიკლ ლიუისი ტანსაცმლის კომპანია Whistles-ის მფლობელია. ებრაული ფესვების მქონე ბიზნესმენი სამხრეთ აფრიკაში დაიბადა. იგი ლონდონში 1980 წელს გადავიდა საცხოვრებლად. მისი ქონება 102 მლნ დოლარად არის შეფასებული. მაიკლს წინა ქორწინებიდან უკვე ჰყავს 3 ზრდასრული შვილი, რომლებიც ქორწილის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილი გახდა, მაიკლმა კიტის ხელი ოფიციალურად 2019 წელს, შობის წინა დღეს სთხოვა.

აღსანიშნავია, რომ კიტის რჩეული მამამისზე 5 წლით უფროსია. ისიც უნდა ვთქვათ, რომ კიტი ხელმოწერის ცერემონიაზე მამას არ მიუყვანია. ამის ოფიციალური მიზეზი უცნობია. პატარძალმა ქორწილამდე რამდენიმე ხნით ადრე საქმროს რელიგია – იუდაიზმი მიიღო.

კიტი სპენსერმა მიმდინარე წლის მაისში მოსალოდნელ ქორწილთან დაკავშირებით Town & Country-სთან ინტერვიუში თქვა: „ჩემთვის სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში და მას მთელი გულით დავიცავ… მოუთმენლად ველოდები ნამდვილად ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას: ბედნიერ ქორწინებას და ბავშვებს. ძალიან მშვიდად ვარ იმიტომ, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა“.

ასე რომ, თუ გულში გაივლეთ, რომ უმშვენიერესი კიტი „ფულზე გათხოვდა“, ეს ციტატა კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ. 

ბედნიერება ვუსურვოთ ახალშეუღლებულებს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close