საზოგადოება

ათენში სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

ათენში, სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციაზე, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ოთხი ათასზე მეტი ადამიანი მიმდინარე თვეში უკვე მესამედ შეიკრიბა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების სავალდებულო ვაქცინაციის გასაპროტესტებლად. პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ, რის გამოც პოლიციამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო საბერძნეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, სასწავლო წლის დაწყებამდე ხელისუფლებამ მასწავლებლებსაც მოუწოდა ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზის გაკეთებისკენ.

1tv:ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close