ვლადიკავკაზის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა ბორის ჩოჩიევი. 64 წლის ჩოჩიევი COVID – 19-ით იყო დაავადებული. ოსური მედიის ცნობით, მდგომარეობის გაუარესების შემდეგ იგი ჩრდილოეთ ოსეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ბორის ჩოჩიევს სხვადასხვა დროს არაერთი დე ფაქტო თანამდებობა ეკავა: იგი ხელმძღვანელობდა ეროვნებათა საქმეთა კომიტეტს; იყო განსაკუთრებულ საკითხთა მინისტრი; ხელმძღვანელობდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთ ოსეთის ჯგუფს; 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. ლეონიდ თიბილოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩოჩიევი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
კომენტარები