მსოფლიო

X-სქესი პასპორტში: არგენტინა პირადობის მოწმობებში „მესამე სქესის“ აღნიშვნას იწყებს

პიროვნების იდენტიფიკაციის მსგავსი სისტემა რამდენიმე ქვეყანაში უკვე დაინერგა, მათ შორის, კანადაში, ინდოეთში, ახალ ზელანდიაში

არგენტინის ხელისუფლებამ პასპორტებსა და პირადობის მოწმობებში „მესამე სქესის“ აღნიშვნის ნებართვა გასცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ თავს მდედრობით თუ მამრობით სქესთან არ აიგივებენ, იუწყება BBC News-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინა პირველი ქვეყანაა ლათინურ ამერიკაში, სადაც იდენტიფიკაციის ამგვარი სისტემა ინერგება, პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდესის ბრძანებულებით.

ქვეყნის ლიდერმა პირდადად წარმოადგინა ახალი პირადობის მოწმობა, რომელშიც ქალები F-ით აღინიშნებიან, მამაკაცები – M-ით, „მესამე სქესი“ კი − X-ით.

როგორც ფერნანდესმა აღნიშნა, სახელმწიფოსთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მისი მოქალაქის სქესს − პატივისცემა ყველას ერთნაირად ესაჭიროება.

„კაცობრიობის ისტორიაში ურიცხვი ისეთი ადამიანი იყო, რომლებიც მამაკაცებად ან ქალებად არ აღიქვამდნენ თავს… რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის, მამაკაცია მის წინაშე თუ ქალი? მთავარია არა მოქალაქის სექსუალური ორიენტაცია, არამედ ის, რომ მოქალაქეები სწავლობდნენ, მუშაობდნენ, ვაქცინაციას იკეთებდნენ და გადასახადებს იხდიდნენ“, − განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, ფერნანდესს მიაჩნია, რომ იდეალური სიტუაცია იქნება მაშინ, როდესაც „ყველა იქნება ის, ვინც არის და ადამიანის სქესი არავის შეაწუხებს“.

ამრიგად, არგენტინა შეუერთდა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებშიც იდენტობის ასეთი სისტემა უკვე არსებობს − კანადის, ინდოეთისა და ახალი ზელანდიის ჩათვლით.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close