fbpx
newsსაქართველო

აშშ-ის მთავრობის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში 24 ივლისს შემოვა

აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი 500 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში შაბათს, 24 ივლისს შემოვა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის საჩუქრად გადმოცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა, 17 ივლისს კი მანვე აღნიშნა, რომ საუბარია ნახევარ მილიონ დოზაზე და რომ აშშ-ის მთავრობის საჩუქარი საქართველოში უახლოეს კვირებში შემოვიდოდა.

ამასთან, პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

შეგახსენებთ, რომ გარდა აშშ-ის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული ვაქცინებისა, „ფაიზერის“ მილიონი დოზა ქვეყანას შესყიდული აქვს და ეტაპობრივად შემოვა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close