fbpx
ქართველები უცხოეთშიხელოვნება

ქართველებმა კიდევ ერთი ევროპული ფესტივალი „დაიპყრეს“ – „სუხიშვილების“ ფურორი შვეიცარიაში (ვიდეო)

საქართველოს ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილებმა“ შვეიცარიაში, ვერბიეს კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე (Verbier Classical Music Festival) ნამდვილი ფურორი მოახდინა.

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალისთვის უჩვეულო სანახაობას მაყურებელი მოუთმენლად ელოდა, თუმცა ვინც იცოდა, რომ 1967 წელს ანსამბლმა კონცერტი „ლა სკალაში“ გამართა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასია, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა, ასეთი ფესტივალის პროგრამაში ეთნოგრაფიული ცეკვების ჩართვა არ გააკვირვებდა. გაუთვითცნობიერებელი მაყურებლისთვის კი  გზამკვლევი მშვენიერი სარეკლამო რგოლი გახდა.

საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ფესტივალზე 18 ივლისს გამოვიდა და ორი კონცერტი გამართა.

შვეიცარიის სამხრეთ-დასავლეთში, ვალეს კანტონში მდებარე სოფელი ვერბიე ცნობილია, როგორც კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალის სამშობლო ევროპაში – ვერბიეს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 1994 წელს დააარსა შვედმა მარტინ ტ. ს ენგსტრომმა.

ცნობისათვის, წინანდალში 2019 წლიდან  იმართება ვერბიეს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ანალოგიური ფესტივალი, რომლის ორგანიზატორებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ შვეიცარიელ კოლეგებთან.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close