fbpx
newsსაბერძნეთი

ევროპულმა უამინდობამ საბერძნეთამდეც მოაღწია (ვიდეო)

ბოლო დღეებში, როგორც ცნობილია, ძლიერმა წვიმებმა გადაუარა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპას. განსაკუთრებით დაზარალდნენ გერმანია, ბელგია და ნიდერლანდები.

ევროპულმა უამინდობამ საბერძნეთამდეც მოაღწია. გუშინ, 18 ივლისს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ფლორინაში ძლიერი სეტყვა მოვიდა. როგორც ბერძნული მედია აღნიშნავს, ქალაქის ქუჩები რამდენიმე წუთში მდინარის კალაპოტად გადაიქცა. სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა, განსაკუთრებით დააზიანა მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო რაიონები.

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, ძლიერი წვიმები მოსალოდნელია ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში. მათივე ინფორმაციით უამინდობა დიდხანს არ გაგრძელდება – 2 დღემდე გასტანს.

გიორგი ჯანელიძე

p. s. რაც შეეხება ათენს, ამ დროისთვის (20 სთ ათენის დროით) დედაქალაქში უსაშველოდ ცხელა და ამინდის გაუარესები არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close