ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 19-25 ივლისი

19-იდან 23 ივლისის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. თუ მერყევი პიროვნება ხართ, ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში არაფერი მოხდება, მაგრამ მათთვის, ვინც იცის, თუ როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები სწრაფად, ეს დღეები შეიძლება დიდი წარმატებით აღინიშნოს. არაფრის შეგეშინდეთ! მზარდი მთვარის პერიოდში შეგიძლიათ და უნდა დაიწყოთ რაიმე ახალი საქმე ან პროექტი და წინ წახვიდეთ!

24 ივლისს სავსემთვარეობაა. რაც ამ დღეს მოხდება, მადლიერებით მიიღეთ – ასეთია ვარსკვლავებისა და ასტროლოგების რჩევა. მაშინაც კი, თუ რაიმე არ გაკმაყოფილებთ, შეეცადეთ იპოვოთ მასში სასიამოვნო მომენტები და მათზე კონცენტრირდეთ.

25 ივლისს კლებადი მთვარეა. ამ დროისთვის უმთავრესია ყოველგვარი აურზაურის თავიდან აცილება. ნურც თავად იჩქარებთ და არც ვინმე დააჩქაროთ. უმჯობესია ამ დღეებში ყველამ მშვიდი რიტმით ვიცხოვროთ.

 

ვერძი

შეეცადეთ, მაქსიმალურად დაისვენოთ, თქვენი შრომისუნარიანობა მომავალში ამაზე იქნება დამოკიდებული. ახლა სესხი არ გასცეთ, მაშინაც კი, თუ თქვენი ნათესავები გთხოვენ. ვარსკვლავები გირჩევენ, დაესწროთ ღონისძიებებსა და შეხვედრებს, რათა ახალი ნაცნობები შეიძინოთ. კვირის მეორე ნახევარში შესაძლებელია დავა საყვარელ ადამიანთან. შეეცადეთ, არ იყოთ ძალიან კრიტიკული და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.

სასიკეთო დღეები: 20, 23.

არასასიკეთო დღე: 18.

 

კურო

კვირის პირველ ნახევარში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ამბავი შეიტყოთ, რომელიც პროფესიულ სფეროს შეეხება. იდეალური დროა თვითგანათლებისთვის. დაიწყეთ სასარგებლო ლექციების კურსის მოსმენა, ვიდეოების ყურება ან მეტი იკითხეთ. კვირის მეორე ნახევარში არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები. კარგი დროა დიეტის დასაცავად – შედეგი თვალსაჩინო იქნება.

სასიკეთო დღეები: 23, 24.

არასასიკეთო დღე: 19.

 

ტყუპი

ხელსაყრელი პერიოდი გელით! უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება სამსახურის საქმეებსა და საკითხებს. ვარსკვლავები გირჩევენ იმუშაოთ წარმოებისა და ფინანსური დისციპლინის განმტკიცებაზე. ხელმძღვანელობა შეამჩნევს თქვენს ძალისხმევას. ფრთხილად იყავით თქვენს მეორე ნახევართან ურთიერთობისას, მოერიდეთ კამათს, უმჯობრესია უფრო ხშირად ჩაეხუტოთ!

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 20.

 

კირჩხიბი

ის, რაც დაგეგმეთ, ამ კვირაში ადგილიდან არ დაიძვრება. თქვენი მიზნების მიღწევა მხოლოდ სხვების დახმარებით შეგიძლიათ. არ არის საუკეთესო დრო საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ან რემონტისთვის – მომავლისთვის გადადეთ. თუ აგარაკი გაქვთ, ბაღში საქმეებით დაკავდით. თავშეკავება გამოიჩინეთ თქვენს ახლობლებს შორის კონფლიქტურ სიტუაციებში.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 20.

 

ლომი

სტრესული პერიოდი მშვიდად სუნთქვის საშუალებას არ მოგცემთ. შესაძლებელია გაუგებრობა როგორც ოჯახში, ისე სამსახურში – კოლეგებთან. გახსოვდეთ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული! იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მდგომარეობა თქვენს სასარგებლოდ შემოტრიალდეს. შაბათ-კვირა საკუთარ თავს მაქსიმალური დასვენების საშუალება მიეცით.

სასიკეთო დღეები: 18, 21.

არასასიკეთო დღე: 24.

 

ქალწული

იდეალური პერიოდია ოჯახთან, განსაკუთრებით ბავშვებთან ურთიერთობისთვის. გაატარეთ დიდი დრო თქვენი ოჯახის წევრებთან, მაშინაც კი, თუ სამსახურში ყველა თქვენს ყურადღებას მოითხოვს. ახლა არ უნდა წახვიდეთ საყიდლებზე – მთელ ფულს დახარჯავთ. უკეთესია დაიწყოთ თანხის დაზოგვა მომავალი შესყიდვებისთვის.

სასიკეთო დღეები: 21, 23.

არასასიკეთო დღე: 20.

 

სასწორი

ფხიზლად იყავით: ბევრს სურს თქვენი მოტყუება. საერთოდ, ამ პერიოდში ყველაფერს იუმორით შეხედეთ. ვარსკვლავები ძველი სურვილის ან გეგმის შესრულებას გპირდებიან. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს პიროვნება, რომელიც ფულთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. შეეცადეთ, შაბათ-კვირა ქალაქგარეთ, მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 22, 23.

არასასიკეთო დღე: 21.

 

მორიელი

ამ კვირაში ახლა საქმიანი შეხვედრები წარუმატებელი იქნება, მაგრამ შეხვედრები საყვარელ ადამიანთან და მეგობრებთან შესანიშნავად ჩაივლის. შეეცადეთ ამ დღეებში ფული არ ისესხოთ, დროზე ვერ დააბრუნებთ და ურთიერთობას გააფუჭებთ. ასევე, ეცადეთ სადმე კონფლიქტში არ მოხვდეთ, ძალიან დაზარალდებით. ეს დრო საუკეთესოა სპორტით დაკავებისთვის, სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 19.

 

მშვილდოსანი

ვინმესთან დავა ახლა არაფერს კარგს არ მოგიტანთ. შეეცადეთ ნეიტრალიტეტი დაიცვათ, განსაკუთრებით სამსახურში. ნუ დაკარგავთ ენერგიასა და ემოციებს უღირსი ადამიანებისთვის: „გაფილტრეთ“ კომუნიკაცია. ხელსაყრელი პერიოდია მოგზაურობისთვის, შეძლებთ შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს, კარგად დაისვენოთ და ახალი მიზნები დაისახოთ.

სასიკეთო დღეები: 22, 23.

არასასიკეთო დღე: 25.

 

თხის რქა

ნებისმიერი ექსპერიმენტი ახლა წარმატებით განხორციელდება. მაგალითად, შეგიძლიათ შეიცვალოთ ვარცხნილობა, სამუშაო ადგილი ან საცხოვრებელი. სამსახურში საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოთ და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. მარტოხელა თხის რქებს შეუძლიათ იპოვონ მეორე ნახევარი, მათ კი, ვინც დაქორწინებული არ არის, შეიძლება მიიღონ ქორწინების წინადადება.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 20.

 

მერწყული

მაშინაც კი, თუ ამ პერიოდში რამე არ მოგწონთ, ძნელად თუ შეცვლით რაიმეს. ასე რომ, ამოისუნთქეთ და დამშვიდდით. მინიმუმამდე დაიყვანეთ ურთიერთობები ადამიანებთან, რომლებიც გთრგუნავენ და ენერგიას გაცლიან. კვირის მეორე ნახევარში საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. დათანხმდით!

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 21.

 

თევზები

ხელსაყრელი პერიოდია ნებისმიერი საქმიანობისთვის, მაგრამ პროფესიული კუთხით, თუ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული, უმჯობესია არ იმოქმედოთ. ყურადღება მიაქციეთ ახლობლებს: მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. საყვარელი ადამიანი ახლა უცნაურად მოიქცევა. ფხიზლად იყავით, რომ არაფერი გამოგრჩეთ. ვარსკვლავების რჩევით, შეეცადეთ შაბათ-კვირა ქალაქგარეთ, წყნარად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 23, 24.

არასასიკეთო დღე: 22.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close