fbpx
newsსაქართველო

ამერიკის მთავრობამ საქართველოს „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა აჩუქა – როდის ჩამოვა ნაჩუქარი ვაქცინა

საქართველო ამერიკის მთავრობისგან საჩუქრად „ფაიზერის“ ნახევარი მილიონ დოზას მიიღებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ამერიკის ნაჩუქარ ვაქცინას საქართველო უახლოს რამდენიმე კვირაში მიიღებს.

მისი განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ფაიზერის დამატებითი დოზები კი ქვეყანაში ყოველ შაბათ-კვირას შემოვა.

„ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების მატება გვაქვს. ამ სიტუაციაში მთავარი გამოსავალი არის ვაქცინაცია. იქამდე იყო პრობლემა, რომ ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობა არ იყო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინები ჩამოგვეტანა, მილიონი ვაქცინაა ადგილზე. ერთი მილიონი დოზა „ფაიზერის“ მოწოდება უკვე დაიწყო და ყოველ შაბათ-კვირას ჩვენ შემოგვივა „ფაიზერის“ ვაქცინები. მილიონი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, რომლებიც ტრადიციულად დამზადებული ვაქცინებია და ავტორიზებულია ჯანმოს მიერ. „ფაიზერს“ რაც შეეხება, მილიონია შემოტანილი და ნახევარი მილიონის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას. მას რამდენიმე კვირაში მივიღებთ და კიდევ ერთი მილიონი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ შემოვა საქართველოში.

ინფიცირების შემთხვევებმა იმატა ბავშვებში. მე, როგორც მშობელმა, მინდა, მივმართო ჩვენს მოსახლეობას: გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას ფართო ვაქცინაცია შესთავაზოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close