fbpx
საზოგადოებასპორტი

ევრო-2020-ზე იტალიის გამარჯვების გოლის ავტორი ბერნადესკი დაქორწინდა და ჯვრისწერაზე უამრავი ფანი „დაესხა“ თავს (ვიდეო)

იტალიელი ფეხბურთელი ფედერიკო ბერნადესკი ევრო-2020-ის ფინალში ინგლისის ნაკრების კარში გამარჯვების გოლის გატანიდან მესამე დღეს დაქორწინდა. 27 წლის ფეხბურთელმა ცოლად თავისი შეყვარებული – ვერონიკა კიარდი შეირთო. ვერონიკა ფედერიკოზე 9 წლით დიდია – მსახიობი და რამდენიმე პოპულარული ტელეშოუს მონაწილე 36 წლისაა.

წყვილი უკვე რამდენიმე წელია, ერთად ცხოვრობს, მათ 2 წლის ქალიშვილი – დევა ჰყავთ, რომელიც 2019 წლის აგვისტოში დაიბადა.

საქორწილო ცერემონიალი ტოსკანაში გაიმართა. „იუვენტუსის“ შემტევ ნახევარმცველს და მის საცოლეს უმრავი ადამიანი ესალმებოდა – ფედერიკოს გულშემატკივრები და ვერონიკას თაყვანისმცემლები ნეფე-პატარძალს გარს შემოერტყნენ.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, საქორწილო ზეიმზე იტალიის ნაკრების ვერცერთი ფეხბურთელი ვერ შენიშნეს.

პადრე, რომელმაც წყვილს ჯვარი დასწერა, ფეხბურთის დიდი მოყვარული აღმოჩნდა. სანამ ჯვარს დასწერდა, იგი დაინტერესდა, როდის უფრო ღელავდა ფედერიკო – ეკლესიაში საკურთხეველთან, თუ „უემბლის“ სტადიონზე, როდესაც პენალტის დასარტყმელად გამოვიდა. სწორედ ამ პენალტის შედეგად გატანილი გოლით დაუსვა იტალიის ნაკრების გამარჯვების წერტილი ბერნადესკიმ ევრო-2020-ის ფინალურ შეხვედრას.

მედია იმასაც იტყობინება, რომ ბერნადესკიმ ჯვრისწერის ცერემონიაზე 40 წუთი დაიგვიანა, თუმცა პატარძალი არ განაწყენებულა. როგორც სხვა ფეხბურთელებს, ფედერიკოსაც ევრო-2020 წინ კატეგორიულად ჰქონდა აკრძალული ახლობლებთან, მათ შორის, საყვარელ ქალთან შეხვედრა კორონავირუსის პანდემიის გამო. ასე რომ, წყვილი მაისის ბოლოდან არ შეხვედრია ერთმანეთს მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში მატჩები იტალიამ სახლში – რომში ჩაატარა. ჩემპიონატის შემდეგ შეხვედრა კი ჯვრისწერით დაგვირგვინდა.

ნინო ხოშტარია

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close