პოლიტიკატექნოლოგიები

შეიქმნა ინსტრუმენტი, რომელიც სხდომებსა თუ შეხვედრებზე პოლიტიკოსების მიერ მობილური ტელეფონების გამოყენების დროს ითვლის

პოლიტიკოსები და მობილურები – ეს ის საკითხია, რომელიც აქტუალურობას არასდროს კარგავს, განსაკუთრებით კი – მაშინ, თუ ქვეყნის წამყვანი პირები მოწყობილობებს სხვადასხვა საპარლამენტო სესიის დროს იყენებენ.

ამ ყველაფრიდან თავის დასაღწევად ბელგიაში მცხოვრებმა დეველოპერმა გამოსავალი იპოვა. დრის დეპორტერმა ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტი შექმნა, რომელიც სხდომებსა თუ შეხვედრებზე პოლიტიკოსების მიერ მობილური ტელეფონების გამოყენების დროს ითვლის.

დრის მიერ შექმნილი Flemish Scrollers-ად წოდებული სისტემა პარლამენტის სხდომის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობისას პოლიტიკოსის ვინაობის დასადგენად სახის  ამომცნობ ტექნოლოგიას იყენებს, რის შემდეგაც თვალყურს ადევნებს იმას, თუ რა დროს ხარჯავს სხდომის მინდინარეობისას სმარტფონების ეკრანის თვალიერებაში ესა თუ ის პოლიტიკოსი.

პოლიტიკოსებზე დაკვირვების შემდეგ Flemish Scrollers-ი სოციალურ ქსელებს ავტომატურად უკავშირდება, რათა ინტერნეტსივრცეში შესაბამისი ვიდეოები განათავსოს. მონიშვნის ფუნქციის გამოყენებით კი იმ  პოლიტიკოსებს ნიშნავს, რომლებიც ვიდეოზე არიან ასახულნი.

„საზოგადოების უმრავლესობა პოზიტიურადაა განწყობილი ამ პროექტის მიმართ, ნეგატიური კომენტარები მხოლოდ პოლიტიკოსებისაგან მოდის“, – განაცხადა პროექტის ავტორმა დრის დეპორტერმა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close