საზოგადოებაკულტურა

საყურიანი წინაპრები ქართული ტაძრების ფრესკებზე

საქართველოს ტაძრების ფრესკებზე არაერთი ჩვენი წინაპარია გამოსახული, რომელსაც საყურე უკეთია და გრძელი თმა აქვს.

ისტორიკოსები, მეცნიერები და მკვლევარები ირწმუნებიან, რომ საყურე წინა საუკუნეებშიც კი არასდროს ყოფილა ორიენტაციის განმსაზღვრელი.

XXI საუკუნეში საქართველოში ადამიანებს საყურეების გამო ფიზიკურად უსწორდებიან და დევნიან.

„არტინფო“ გთავაზობთ ჩვენი საყურიანი წინაპრების ფრესკებს, რომლებიც წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში, გელათის ღვთისმშობლის ტაძარში, ნიკორწმინდაში, საფარის წმინდა საბას ტაძარშია გამოსახული.

დავით IV აღმაშენებელი – საქართველოს მეფე. გელათის მონასტრის ფრესკა 

იმერეთის მეფე როსტომი. გელათი. ღვთისმშობლის შობის ტაძარი

რაჭის ფეოდალი ბეჟან წულუკიძე. ნიკორწმინდა

გიორგი I ლიპარიტიანი – ოდიშის სამთავროს რეგენტი. წალენჯიხა, მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი, XVIII საუკუნე

სარგის II ჯაყელი. საფარა, წმინდა საბას ტაძარი, XIV საუკუნე 

ბექა ჯაყელი – მანდატურთუხუცესი. საფარა, წმინდა საბას ტაძარი, XIV საუკუნე 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close