fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

ტრაგედია ათენში, ქუთაისის ქუჩაზე: დაღუპული გოგონას მშობლები მზად არიან, მისი ორგანოები დონორობის მიზნით უსასყიდლოდ გადასცენ

გუშინ, 8 ივლისს ტრაგედია მოხდა ათენის ნიკეის მუნიციპალიტეტში, ღრიღორიუ ლაბრაკისა და ქუთაისის ქუჩების გადაკვეთაზე. სატვირთო მანქანა 6 და 7 წლის ბავშვებს დაეჯახა. 6 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

მოვლენები ასე განვითარდა: ქალი ორი ბავშვით შეეცადა ქუჩაზე გადაერბინა მაშინ, როდესაც შუქნიშანზე წითელი ფერი ენთო. ამ დროს მათ ავტომობილი დაეჯახა.

ცნობილი ხდება, რომ დაღუპული გოგონას მშობლებმა არასტანდარტული და მძიმე გადაწყვეტილება მიიღეს: სურთ, მისი ორგანოები უსასყიდლოდ გადასცენ მძიმედ დაავადებულ ბავშვებს, რათა მათი გადარჩენა მოხერხდეს. მამის თქმით, მას სურს, რომ რაც „მისი შვილის სულისგან დარჩა“, სხვა ბავშვებს გადასცეს, რათა მათ სიცოცხლის გაგრძელება შეძლონ.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close