fbpx
მედიცინასაბერძნეთი

რამდენ ხანს დაგვიცავს ვაქცინა: ბერძენი პროფესორის განცხადება

ბერძენი პროფესორის, პულმონოლოგ თეოდოროს ვასილაკოპულოსის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში იცავს ადამიანებს. შესაბამისად, სექტემბერში მესამე დოზის გაკეთება საჭირო არ იქნება.

როგორც პროფესორმა ბერძნული საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა, ზოგიერთი ექიმი ალერგიულ ადამიანებს ურჩევს, თავი შეიკავონ ვაქცინაციისგან, რაც არასწორია, რადგან დღემდე არ დაფიქსირებულა ვაქცინაციაზე ალერგიული რეაქციის შედეგად გარდაცვალების ფაქტი.

ვასილაკოპულოსის თქმით, თუკი ვაქცინაციის პროცესი დღეს არსებული ტემპით გაგრძელდება, ზაფხულის ბოლოს მოსახლეობის 70-75 % იქნება აცრილი. წინააღმდეგ შემთხვევაში წინ მძიმე ზამთარი გველოდება.

შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ საბერძნეთში სრულად აცრილია მოსახლეობის 38,3%, ხოლო მინიმუმ ერთი დოზით – 47,7%.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close