პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთში საკანონმდებლო შესწორება ძალაში შევიდა: ვინ მიიღებს 150 ევროს აცრისთვის?

როგორც ცნობილია, საბერძნეთის მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, ფულადი ჯილდო გადაეცეთ ახალგაზრდებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ.

ასეთი გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროცესში ახალგაზრდობის პასიურობამ განაპირობა.

8 ივლისს ქვეყნის პარლამენტმა მიიღო შესწორება კანონმდებლობაში, რაც მთავრობის ინიციატივის დაკანონებას გულისხმობს. კერძოდ, 18-იდან 25 წლამდე ახალგაზრდები შეძლებენ მიიღომ 150-ევროიანი დახმარება, თუკი ვაქცინის მინიმუმ ერთ დოზას მაინც გაიკეთებენ. ასეთი შესაძლებლობა ექნებათ მოქალაქეებს, რომლებიც დაიბადნენ 1996 წლიდან 2003 წლამდე პერიოდში და ვაქცინას მიმდინარე წლის ბოლომდე გაიკეთებენ.

შესაბამისი ელექტრონული განაცხადის გაკეთების შემდეგ ბენეფიციარის სახელზე შეიქმნება ელექტრონული საკრედიტო ბარათი, სადაც აღნიშნული თანხა ჩაირიცხება.

უნდა აღინიშნოს, რომ 150 ევროს გამოყენება შეზღუდული იქნება. ბენეფიციარს არ ექნება საშუალება, ეს თანხა გაანაღდოს, ან სხვას გადაურიცხოს. თანხის გამოყენება შესაძლებელი იქნება ტურისტულ, კულტურულ და სატრანსპორტო სფეროში მოღვაწე კომპანიების სერვისების მისაღებად.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close