იტალიაკრიმინალი

ნეაპოლის ციხეში პატიმრების ცემის ფაქტზე ციხის 8 მცველი დააპატიმრეს (ვიდეო)

ნეაპოლის ციხეში პატიმრების ცემის ფაქტზე ციხის 8 მცველი დააპატიმრეს, 18 შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, 52 მათგანი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელდა.  კადრებში ჩანს, როგორ სცემენ პატიმრებს ხელკეტებით, ასევე, როგორ გარბიან შეშინებული მსჯავრდებულები, მცველები კი მათ მისდევენ.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ნაჩვენებია, რომ ოფიცრები პატიმრებს ხელკეტებით სცემენ, მეორე კადრში პატიმრები გარბიან, მცველები კი მათ სასტიკად უსწორდებიან. კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ პატიმრები მუხლმოდრეკილები არიან, მცველები კი მათ უმოწყალოდ სცემენ.

მცვლების გაღიზიანება პატიმრების პროტესტმა გამოიწვია, რომლებიც კორონავირუსის ტესტებსა და ვირუსისგან სხვა დამცავ საშუალებებს ითხოვდნენ.

ციხის მცველებმა კი გადაწყვიტეს, რომ ისინი ძალის გამოყენებით გაეჩუმებინათ და დაესაჯათ.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close