საზოგადოება

ახალგაზრდა კაცმა 14 წლის გოგონა დახრჩობას გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა

ორთაჭალაში, მტკვრის ნაპირას 14 წლის გოგოს ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. მდინარეში გადავარდნილი უცნობი გოგონას გადასარჩენად ახალგაზრდა კაცი გადახტა, მოზარდი სიკვდილს გადაარჩინა, თავად კი ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

როგორც გაირკვა, გარდაცვლილი 36 წლის შოთა ქარსელაძეა. ახლობლების თქმით, მან ცურვა არ იცოდა და მიუხედავად ამისა, ეს შემთხვევა პირველი არ ყოფილა, როცა ახალგაზრდა კაცმა ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა:

„შოთა ქარსელაძე, რომელმაც დღეს მტკვარში მოზარდი გადაარჩინა და თავად დაიღუპა, ჩვენი თანამებრძოლი იყო რიონის ხეობაში…
ამ რამდენიმე კვირის წინ, როცა გუმათჰესიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი რიონში გადავარდა, სწორედ მან გადაარჩინა… დღეს კი მტკვარმა წაგვართვა მისი სიცოცხლე….
მშვიდად განისვენე, ძმაო გოშე… გმირები არ კვდებიან ❗✊✊✊
იმედი მაქვს, სახელმწიფო სათანადო პატივს მიაგებს სამოქალაქო გმირ შოთა ქარსელაძეს (გოშეს). 🖤🇬🇪🇬🇪🇬🇪“, – წერს სოციალური ქსელში მარიამ აბაშიძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close