იტალიაკრიმინალი

იტალიის პოლიციამ ყალბი კოვიდსერტიფიკატების დამზადების ონლაინ ქსელი გამოააშკარავა

იტალიის პოლიციამ ყალბი კოვიდსერტიფიკატების  დამზადების  ონლაინქსელი  გამოააშკარავა. ინფორმაცია სააგენტო „როიტერზე“ ვრცელდება.

პოლიციის განცხადების მიხედვით, მილანში კიბერდანაშაულის გამოვლენის მიზნით პროკურატურასთან ერთად ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ათასობით ადამიანი მზად იყო, ფული გადაეხადა ყალბ საბუთებში.

კოვიდსერტიფიკატების გაცემა ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან დაიწყო. მისი მიზანი ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის გამარტივების ხელშეწყობაა. სერტიფიკატი QR კოდს შეიცავს, რომელიც მოგზაურის იმუნიზაციის, ვირუსისგან გამოჯანმრთელების ან ვირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

პოლიციის განცხადებით, მათ ხელში ჩაიგდეს „ტელეგრამის“ ათი არხი, რომელიც ე.წ. დარქ ვებში არსებულ ანონიმურ ანგარიშებთან იყო დაკავშირებული. აღნიშნული არხების საშუალებით ხდებოდა ყალბი საბუთების გამყიდველებთან დაკავშირება, რომლებიც ფულთან ერთად გაყიდვებს კრიპტოვალუტებითაც ახორციელებდნენ.

გარდა ყალბი სერტიფიკატებისაკიბერდამნაშავეები მომხმარებელს პაკეტ „ყველაფერი ჩართულიასაც“ სთავაზობდნენ, რომლის ფასი 110 ევროდან 130 ევრომდე მერყეობდა და სერტიფიკატთან ერთად ვაქცინის ერთი დოზაც ერთვოდა. პოლიციის ინფორმაციით, აღმოჩენილია რამდენიმე ყალბი სერტიფიკატი, რომელიმე ვაქცინის გადაცემის შესახებ კი ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.

მილანის საგადასახადო პოლიციის კიბერთაღლითობის განყოფილების ხელმძღვანელის, ლუკა ბერუტის თქმით, ყალბი სერტიფიკატების როგორც გამყიდველებს, ისე მყიდველებს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის გამოყენების მუხლით.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close