მსოფლიოსაზოგადოება

კანადაში რეკორდული სიცხის გამო ასობით ადამიანი გარდაიცვალა

კანადაში ანომალიური სიცხის გამო მკვეთრად გაიზარდა მოულოდნელი გარდაცვალების შემთხვევების რიცხვი. პარასკევს კანადის პროვინცია ბრიტანული კოლუმბიის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოულოდნელი სიკვდილის 719 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 3-ჯერ მეტია წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით.

კანადის ხელისუფლების განცხადებით, სიკვდილიანობის გაზრდის მიზეზის დასადგენად კვლევა მიმდინარეობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ანომალიურმა სიცხემ ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა იმ ხანდაზმულთა შორის, რომლებიც მარტო ცხოვრობდნენ და არ ჰქონდათ კონდიციონერი.

ხუთშაბათს, პირველ ივნისს სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის უფროსმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომსასწრაფო დახმარების გამოძახებისას ადამიანებს საათობით უწევდათ ლოდინი.

კანადის პროვინცია ბრიტანული კოლუმბიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, სამშაბათს, 29 ივნისს ტემპერატურული მაჩვენებლის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა – 49,5 გრადუსი ცელსიუსით. ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ანომალიურად ცხელი ამინდის მსხვერპლნი უმეტესად ჯანრთელობის პრობლემების მქონე ხანდაზმული ადამიანები ხდებიან. სპეციალისტების თქმით, ამგვარი ანომალიური მეტეოროლოგიური პირობები ათას წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. აქამდე კანადაში ტემპერატურა არასდროს ყოფილა +45 გრადუსზე მეტი.

მაღალი ტემპერატურის გამო გახშირდა ხანძრებიც – ბოლო პერიოდში კანადაში ხანძრის 136 ფაქტი დაფიქსირდა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close