პოლიტიკაჯანმრთელობა

„აზრს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კარდიოლოგს, ჩვენს სასიქადულო თანამემამულეს, ლეო ბოკერიას დავეკითხები “ – ლევან ვასაძეს გულის იშვიათი დაავადება დაუდგინდა

ორგანიზაცია „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ საკუთარი დიაგნოზის  შესახებ თურქეთის კლინიკიდან ვიდეოჩართვაში ისაუბრა.

როგორც იგი ამბობს, დღეს სტამბოლიდან სამედიცინო კონსულტაციებისთვის ჩავა მოსკოვში, სადაც მას კარდიოლოგი ელოდება.  

„დამთავრდა თურქეთში სამედიცინო კვლევები, სამწუხაროდ, დაისვა სავარაუდო დიაგნოზი საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადებისა გულზე. თუ ეს ასეა, საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობასა და შესაძლოა, საოპერაციო ჩარევასაც. მე გადავწყვიტე, რომ დავეკითხო აზრი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კარდიოქირურგს და, საერთოდ, კარდიოლოგს, ჩვენს სასიქადულო თანამემამულეს, ბატონ ლეო ბოკერიას. დავუკავშირდი მას მოსკოვში, მან დამდო პატივი და სასწრაფოდ გადმომირეკა, ყურადღებით მომისმინა. გამოთქვა რაღაც თავისი შეხედულებები ამ ვითარებასთან დაკავშირებით. მირჩია, რომ სასწრაფოდ ჩავიდე მასთან, რათა მისი დაკვირვებისა და ხელმძღვანელობის ქვეშ გაგრძელდეს კვლევაცა და შესაძლო მკურნალობაც. მე მადლიერებით ვღებულობ ბატონი ლეოს ამ რეკომენდაციას და ამიტომ იძულებული ვარ, სტამბოლიდან გადავფრინდე მოსკოვში“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

ვასაძე ნანობს, რომ 1-5 ივლისს, დაგეგმილი „პრაიდ კვირეულის“ დროს, თბილისში არ იქნება. როგორც ცნობილია, იგი ამ ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეა. ულტრაკონსერვატორი პოლიტიკოსი 5 ივლისს დანიშნული ლგბტქ ე. წ. „ღირსების მარშის“ ჩაშლით იმუქრებოდა.

„სამწუხაროდ,  ე. წ. პრაიდის კვირეულის დროს, 1-5 ივლისს თბილისში არ ვიქნები, რასაც ძალიან ვნანობ და ძალიან მწყინს. ძალიან გთხოვთ, ჩემზე არ ინერვიულოთ და არ იდარდოთ“, – თქვა ლევან ვასაძემ.

დაგაინტერესებთ: აკადემიკოსმა ლეო ბოკერიამ სიცოცხლის გახანგრძლივების ყველაზე მარტივი მეთოდი დაასახელა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close