კრიმინალისაზოგადოებასაბერძნეთი

მღვდელი, რომელმაც მიტროპოლიტებს მჟავა შეასხა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ათენელი მღვდელი, რომელიც იმის გამო დააკავეს, რომ მიტროპოლიტებს მჟავა შეასხა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს ექსპერტიზისთვის.

დრომოკაიტიოს საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის დაცვის ქვეშ დარჩება ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასრულებამდე, რადგან ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მას არ შეუძლია ჩვენება მისცეს პროკურორს. სისხლის სამართლის საქმე პროკურატურაში არ გაუგზავნიათ, ამიტომ ყოფილი მღვდლისთვის არანაირი ოფიციალური ბრალი არ წაუყენებიათ.

23 ივნისს, ინციდენტის შემდეგ, ყოფილი არქიმანდრიტი, 37 წლის თეოფილაქტე კომბოსი ანაფორის გარეშე, ჩვეულებრივი სამოსით, ეველპიდონში პროკურატურაში გადაიყვანეს შეიარაღებული პოლიციელების თანხლებით. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება მისი დრომოკაიტიოს საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად.

მანამდე „სკაისთან“ საუბარში მისმა ადვოკატმა ანდრეას თეოდოროპულოსმა თქვა, რომ მისის დაცვის მყოფს ფსიქიატრიული დახმარება სჭირდება და იგი პროკურატურას მიმართავს, რომ მღვდელი ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გაგზავნოს.

ოთხშაბათს, დღისით ათენელმა მღვდელმა სინოდის სასამართლოს სხდომის დროს გოგირდის მჟავით სავსე მოზრდილი ბოთლით სინოდის წევრებს მჟავა შეასხა. ქიმიური დამწვრობა მიიღო 7-მა მიტროპოლიტმა და დაცვის თანამშრომელმა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ცნობებით, დაშავდა კიდევ ორი ადამიანი.

მღვდელს ნარკოტიკების შენახვაში ადანაშაულებდნენ, რის გამოც სინოდმა მას უფლებამოსილება შეუჩერა და ღვთისმსახურება აუკრძალა.

ამავე თემაზე: საბერძნეთი: მღვდელმა შვიდ მიტროპოლიტს სახეში მჟავა შეასხა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close