მსოფლიოსაზოგადოება

ვინ არის იტალიელი „ადამიანი ობობა“, რომელიც რომის პაპის VIP სტუმარი გახდა (ვიდეო)

რომის პაპ ფრანცისკესთან ყოველკვირეულ აუდიენციაზე მისულ „ადამიან ობობას“ ადგილი საპატიო VIP განყოფილებაში დაუთმეს.

„ჭეშმარიტად კეთილშობილი სუპერგმირი“, როგორც მას ვატიკანში უწოდეს, იტალიელი 28 წლის მატია ვილარდიტაა, რომელიც „ადამიანი ობობას“ სამოსელით ხშირად სტუმრობს ბავშვთა საავადმყოფოებს და პატარა პაციენტებს ართობს.

მას კარანტინის პერიოდშიც კი არ შეუწყვეტია პატარებზე ზრუნვა: „ადამიანი ობობა“ ვიდეოზარით 1400-ჯერ დაუკავშირდა და გაამხნევა საავადმყოფოში მოთავსებული ბავშვები.

აუდიენციაზე მატია ვილარდიტა რომის პაპს გაეცნო და ადამიანი-ობობას ნიღაბი აჩუქა.

მატია ვილარდიტა გასულ წელს იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დააჯილდოვა საავადმყოფოებში ხშირი სტუმრობისა და ბავშვების გამხნევებისთვის.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close