საქართველოსპორტი

ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია 17-მა ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა, მათგან 2 ქალია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ოლიმპიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ლიცენზია საქართველოდან 17-მა ძიუდოისტმა მიიღო: 15-მა ვაჟმა და 2 ქალმა.

16-მა ქართველმა ძიუდოისტმა ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება პირდაპირი ლიცენზიით მოიპოვა, ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა კი ადგილი კონტინენტური კვოტით მიიღო.

60 კგ წონით კატეგორიაში ლიცენზია 3-მა სპორტსმენმა მიიღო – ლუხუმ ჩხვიმიანმა, თემურ ნოზაძემ, ამირან პაპინაშვილმა;

66 კგ-ში –  ვაჟა მარგველაშვილმა, ბაგრატ ნინიაშვილმა;

73 კგ-ში – ლაშა შავდათუაშვილმა;

81 კგ-ში  – ტატო გრიგალაშვილმა ლუკა მაისურაძემ;

90 კგ-ში – ლაშა ბექაურმა, ბექა ღვინიაშვილმა;

100 კგ-ში – ვარლამ ლიპარტელიანმა, ილია სულამანიძემ;

+100 კგ-ში – გურამ თუშიშვილმა, გელა ზაალიშვილმა, ლევან მატიაშვილმა;

52 კგ-ში – ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა;

57 კგ-ში – ეთერ ლიპარტელიანმა.

მათგან ტოკიოში 9 სპორტსმენი იასპარეზებს – 7 ვაჟი და 2 ქალი: ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), ტატო გრიგალაშვილი (81), ლაშა ბექაური (90), ვარლამ ლიპარტელიანი (100), გურამ თუშიშვილი (+100), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52), ეთერ ლიპარტელიანი (57).

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი ქალები პირველად გამოვლენ. ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის თებერვალში თელ-ავივში გრან სლემზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა შეჯიბრი 24-იდან 31 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close